დაივიწყეთ სამუდამოდ პიგმენტური ლაქები და ბზარები ხელებზე. აუცილებლად ჩაინიშნეთ!

დაივიწყეთ სამუდამოდ პიგმენტური ლაქები და ბზარები ხელებზე. აუცილებლად ჩაინიშნეთ!
როგორც წესი, ხელებზე ლაქებისა და ბზარების წარმოქმნა განპირობებულია მათი მექანიკური დაზიანებით. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ არაჩვეულებრივ ხალხურ მალამოს, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ დავიწყებაში. გარდა ლაქების მოშორებისა და ბზარების გაქრობისა, თქვენ გაუმჯობესებთ კანის ზოგად მდგომარეობას.

ასაკის მატებასთან ერთად ხელებზე ჩნდება პიგმენტური ლაქები, რაც არც თუ ისე სასიამოვნო შესახედავია. ხელები ყოველთვის თვალში მოსახვედრი სხეულის ნაწილია და ისევე, როგორც სახის კანს, მათაც შეუძლია ასაკის გამომჟღავნება.

არსებობს არაჩვეულებრივი ხალხური საშუალება, რომლის მომზადებაც ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია და დამიჯერეთ, ის არცერთ გაყიდვაში მყოფ ძვირადღირებულ საშუალებას საკუთარი ეფექტურობით არ ჩამოუვარდება.

ინგრედიენტები:
  • 1 კვერცის გული
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

უბრალოდ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და კარგად მოურიეთ.

მალამოს გამოყენების წინ აუცილებელია ხელების მოსამზადებელი პროცედურის გავლა. გახსენით 2 სუფრის კოვზი ზღვის მარილი 1 ლიტრ წყალში და ჩაყავით მასში ხელები 10-15 წუთით. ამ პროცედურის შემდეგ უბრალოდ შეიმშრალეთ ხელები პირსახოცით და წაისვით თქვენ მიერ მომზადებული მალამო ლაქებსა და ბზარებზე. გაიჩერეთ მალამო 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

თქვენ შეამჩნევთ, რომ ამ პროცედურის რამდენიმე ჩატარების შემდეგ პიგმენტური ლაქები გაქრობას დაიწყებს, ხოლო ბზარები - შეხორცებას. ეს საშუალება თქვენს კანს რბილის და ელასტიურს გახდის.