საუკეთესო ცოლების ჰოროსკოპი

საუკეთესო ცოლების ჰოროსკოპი
fpaparazzi გირჩევთ, სანამ ცოლის მოყვანას გადაწყვეტთ, მისი ხასიათის შესახებ წინასწარ ცოტა რამ მაინც შეიტყოთ.

ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები მთელი ცხოვრება თქვენი მეტოქეები იქნებიან. ვერძები ძლიერი ქალები არიან და სუსტი მამაკაცები გვერდით არ სჭირდებათ. ვერძი სამიზნედ ყოველთვის ძლიერ მამაკაცს ირჩევს, მას ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება და საბოლოოდ ისე იგდებს ხელში, რომ თავად ”მსხვერპლი” აზრზე მოსვლას ვერ ახერხებს. არ არსებობს სიტუაცია, რომლის დროსაც თქვენ გამარჯვებული გამოხვალთ, ხოლო ვერძი ქალი დამარცხებული. ასე, რომ მზად იყავით ამისთვის.

კურო
ცოლი კურო ნამდვილი მოტივატორია. ისინი უმეტესად ცოლად მიყვებიან სიმპატიურ და იუმორის გრძნობით დაჯილდოებულ მამაკაცებს. ამასთან, კუროს დიდი მოთხონები აქვს- უნდა საუკეთესოდ ეცვას, კარგად გამოიყურებოდეს, ჰქონდეს კარგი მანქანა... ამ ყველაფერს კი ისე გაწვდით და ისეთ მოტივაციას გიჩენთ, რომ თავადაც გინდებათ მისი შეძენა...

ტყუპი
ცოლი ტყუპი საიდუმლოებით მოცული და საშიშია. მას თავი ნამდვი დედოფლად შეუძლია წარმოიდგინოს და თქვენგან მოითხოვოს მისი სურვილების ასრულება. მათ ყოველთვის იციან რა სურთ და როგორ უნდა მიაღწიონ მიზანს. ამიტომ ტყუპი ცოლები ყველაზე ბედნიერი ცოლები არიან.

კირჩხიბი
კიბოები იდეალური ცოლები არიან. მისი დარწმუნება ოჯახის შექმნაზე, ცოტა ძნელია, მაგრამ თუ დაიყოლიეთ, აშკარად გაგიმართლათ- ისინი არიან ჭკვიანები, ლამაზები და მეოჯახეები. არაჩვეულებრივად უძღვება საოჯახო საქმეებს და ყოველთვის დიდი სიამოვნებით მასპინძლობს ქმრის ნათესავებს. იმ შემთვევაში კი თუ მისი ოჯახური იდილიის დარღვევას შეეცდება მისი მეორე ნახევარი, სულ სხვანაირი კირჩხიბის გაცნობა მოგიწევთ.

ლომი
ცოლი ლომი ნამდვილი დედოფალია. ისინი ცოლად მხოლოდ მათ მიყვებიან, ვისაც მათი დედოფლად აღიარება და უზრუნველყოფა შეუძლიათ. შემდეგ კი მისი ბრძანებების დამორჩილება და ახალი მიწების დაპყრობა უნდა შეძლოს.

ქალწული
ქალწული ჭკვიანი ცოლია. მას ყველაფერი ესმის და არაფრის ახსნა არაა საჭირო. მასთან ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ საუბარი. ქალწული მზადაა ნებისმიერ თემაზე მოგცეთ რჩევა-დარიგება. ჩხუბის ან გაუგებრობის შემთვევაში, თუკი ხვდება რომ დამნაშავე თავადაა, მოვა და ბოდიშს მოგიხდით. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სიბრძნეს.

სასწორი
სასწორი ცოლები მზრუნველები და მოსიყვარულეები არიან. მისთვის ყოველდღიური წვრილმანები არ წარმოადგენს დიდ პრობლემას და ამისგან განგაშს არასოდეს ქმნის. თუმცა, თუკი გამუდმებით არ მოეფერეთ, ესიყვარულეთ და მოუარეთ, იგი აუცილებლად წავა თქვენგან.

მორიელი
ისინი ნამდვილი ჯადოქრები არიან და არა კარგი გაგებით. მისი ყველას შურს, რადგან სულ ფორმაშია, სულ კარგ ხასიათზე და თავდაჯერებული დადის. ზუსტად ასე გამოიყურება მისი მეორე ნახევარიც.

მშვილდოსანი
ისინი ნამდვილი მებრძოლები არიან, მასთან თავისუფლად შეგიძლიათ წახვიდეთ წყალშიც და ომშიც. არადა, მუდამ პარტნიორის ზურგსაა ამოფარებული, რადგან ასე უფრო უადვილდება თავის შენიღბვა. მშილდოსანი ქალის მეორე ნახევარი მზად უნდა იყოს, რომ მუდამ მოუწევს კონკურენტებთან ჭიდილი და ბრძოლა.

თხის რქა
ცოლი თხის რქები ძალიან პრინციპულები არიან. მათ თავისი მოსაზრება აქვთ თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ოჯახი და ამ პრონციპებს ოდნავადაც არ გადაუხვევს. ამიტომაა რომ თხის რქები ძნელად და იშვიათად ქმნიან ოჯახს. თუკი მისი პარტნიორი ყველა მის კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, თხის რქა მანამ იბრძოლებს, სანამ მას თავის თანამოაზრედ არ აქცევს. სამაგიეროდ, თხის რქას ოჯახში მუდამ სიმშვიდე და სიმყუდროვე აქვს.

მერწყული
მეწრყული ცოლი თითქოს არის კიდეც ოჯახში და არც არის. ეს კი იმიტომ, რომ მერწყული თვლის რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა რათა იგი ყოველდღიურობის რუტინას შეწირო. მისთვის ოჯახური ცხოვრება სიხარული და ბედნიერებაა. ასე რომ მისი ცოლობა ნამდვილი ბედნიერებაა.

თევზები
ცოლი თევზები ისეთი იდუმალი ცოლები არიან, რომ შესაძლოა ვერც გაიგოთ რას აკეთებს მთელი დღე. სამაგიეროდ, თევზების მეორე ნახევრებს დღე და ღამ თავგადმოდებით მუშაობა მოუწევთ და თან ისე, რომ ყურადღება არ მოაკლონ საყვარელ ცოლს.