10 პროდუქტი, რომელიც გაგიწმენდთ არტერიებს და თავიდან აგარიდებთ ინფარქტს

10 პროდუქტი, რომელიც გაგიწმენდთ არტერიებს და თავიდან აგარიდებთ ინფარქტს
ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ადამიანს ესაჭიროება ჯანსაღი კვება. ჩვენ ყოველდღიურად მივირთმევთ უამრავ ხილს, ბოსტნეულსა და წვენებს, თუმცა წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რომ ზოგიერთი მათგანი თავიდან გვარიდებს სხვადასხვა საშინელ დაავადებას. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელიც გაგიწმენდთ არტერიებს და თავიდან აგარიდებთ უამრავ სერიოზულ დაავადებას.

1. ბროწეული

10 პროდუქტი, რომელიც გაგიწმენდთ არტერიებს და თავიდან აგარიდებთ ინფარქტს

ბროწეული შეიცავს ფიტო-ქიმიკატებს, რომლებიც ანტიოქსიდანტებივით მოქმედებს და იცავს არტერიების და ლორწოვან გარსს დაზიანებისგან. ბროწეულის წვენი სტიმულირებს ორგანიზმში აზოტის ოქსიდის გამოყოფას, რაც სისხლს მოძრავს, ხოლო არტერიებს - ელასტიურსა და მოქნილს ხდის

2. კურკუმა



სანელებელი კურკუმა ერთ-ერთი უძლიერესი ანთების საწინააღმდეგო პროდუქტია. მას შეუძლია ჩააქროს ანთებითი პროცესი, რომელიც არტერიების ათეროსკლეროზის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. რაციონში კურკუმის ჩამატებით, თავიდან აირიდებთ არტერიების კედლების დაზიანეს დაა თრომბოზის წარმოქმნას.

3. ხურმა



ხურმა მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და პოლიფენოლებით, რომლებიც ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებს. ეს ეგზოტიკური ხილი უჯრედისის შესანიშნავი წყაროა, რის შედეგადაც შეგვიძლია დავირეგულიროთ სისხლის წნევა და გავისუფთაოთ არტერიები.

4. სატაცური



სატაცური საოცარი ბუნებრივი საშუალებაა არტერიების გასაწმენდად. ის ადაბლებს სისხლის წნევას და ხელს უშლის თრომბოზის განვითარებას. ეს ბოსტნეული სავსეა უჯრედისით და მინერალებით. გარდა ამისა, სატაცური შეიცავს ვიტამინების გრძელ სიას, რომელთა შორისაც არის: K, B1, B2, C და E ვიტამინები.

5. ავოკადო



ჩაანაცვლეთ მაიონეზი ბრუტერბროდებსა და სალათებში ავოკადოთი. კვლევებმა აჩვენა, რომ ავოკადოს ყოველდღიურად მიღების შემთხვევაში სისხლში ქოლესტერინის დონე საგრძნობლად მცირდება.

6. მწვანე ჩაი



მწვანე ჩაი კატეხინების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ეს ნივთიერება აფერხებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის გადამუშავების დროს. სვით მწვანე ჩაი დღეში ორჯერ და სისხლში ლიპიდენის დონე გაუმჯობესდება, შედეგად კი შემცირდება არტერიების დაბინძურების რისკი.
ეს უნიკალური სასმელი ასევე მეტაბოლიზმის ბუნებრივი იმპულსია, რაც გვეხმარება წონის დაკლებაში და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

7. დარიჩინი



ეს გემრიელი სანელებელი სისხლში ქოლესტერინის დონეს საგრძნობლად ადაბლებს, ასუფთავებს არტერიებს და იცავს მას დაბინძურებისგან. დარიჩინი სავსეა ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, იცავს სისხლს გამჟავიანებისგან. დაუმატეთ ცოტაოდენი დარიჩინი ყავაში, შვრიის ფაფაში ან სხვა კერძში და იყავით ჯანმრთელები!

8. სპირულინა



შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს მოლურჯო-მომწვანო წყალმცენარე სისხლში ლიპიდების დონეს არეგულირებს. ის ასევე მდიდარია ცილით, რომელიც შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის ოპტიმალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
სპირულინა მოქნილს ხდის არტერიის კედლებს და არეგულირებს სისხლის წნევას.

9. შტოში



შტოში ანტიოქსიდანტებით მდიდარი კენკრაა. შტოშის სუფთა წვენის რეგულარულად მიღების შემთხვევში 40%-ით მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადების გაჩენის რისკს.

10. ბროკოლი



ბროკოლი K ვიტამინით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროდუქტია, რომელიც გვიცავს არტერიების დაზიანებისგან. ბროკოლი სავსეა უჯრედისით, რომელიც ამცირებს სისხლის წნევასა და ქოლესტერინის შემცველობას.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!