მეცნიერების მტკიცებით, ეს ზეთი მსხვილი ნაწლავის სიმსივნური უჯრედების 90%-ს მომენტალურად ანადგურებს

მეცნიერების მტკიცებით, ეს ზეთი მსხვილი ნაწლავის სიმსივნური უჯრედების 90%-ს მომენტალურად ანადგურებს
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ამერიკაში ყოველწლიურად მსხვილი ნაწლავის სიმსივნის შედეგად 95.270 ადამიანი იღუპება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები მიმართავენ მკურნალობის ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა: სხივური თერაპია ან ქიმიოთერაპია. ალბათ არავისთვის წარმოადგენს სიახლეს ის ფაქტი, რომ მკურნალობის ამ მეთოდებისთვის საშინელი გვერდითი მოვლენებია დამახასიათებელი.

გაგიკვირდებათ, თუმცა მეცნიერების მტკიცებით, ქოქოსის ზეთი ანადგურებს მსხვილი ნაწლავის სიმსივნური უჯრედების 90%-ს. ეს უნიკალური საშუალება ასევე ძალზედ ეფექტურია სკლეროზის, პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ექიმი ნიუპროტრი, რომელიც ალცჰეიმერის დაავადებით შეპყრობილ საკუთარ ქმარს 60 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ქოქოსის ზეთს ასმევდა, ამბობს, რომ მამაკაცის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

გარდა ამ უნიკალური თვისებებისა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ქოქოსის ზეთი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თმისა და კანის მოსავლელად. ის საკუთარი ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ძვირადღირებულ პროცედურებს, ლოსიონებსა და კრემებს.

ქოქოსის ზეთის სხვა სასარგებლო თვისებები:
ქოქოსის ზეთი მდიდარია ლაურინის მჟავით, რომელიც აძლიერებს მეტაბოლიზმსა და იმუნიტეტს. ამ ნივთიერებას ასევე ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები ახასიათებს. ქოქოსის ზეთი შეიცავს გაჯერებულ ცხიმებს და ის საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია, რომელიც მაღალ ტემპერატურაზეც კი არ კარგავს საკუთარ სასარგებლო თვისებებს.

დიეტოლოგების რწმუნებით, ეს ჯანსაღი ცხიმები ააქტიურებს თავის ტვინის მუშაობას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, იცავს ღვიძლს ტოქსინებისგან, აწესრიგებს სასქესო ორგანოების მუშაობას და არეგულირებს სტრესის ჰორმონის გამომუშავებას.

გარდა ამისა, ეს უნიაკლური პროდუქტი აჩქარებს მეტაბოლიზმს, გვიწყობს ხელს სისხლში შაქრის დონის შემცირებაში. ქოქოსის ზეთში შემავალი გაჯერებული ცხიმების გადამუშავებას საკმაოდ დიდი ენერგია სჭირდება, რის გამოც ეს პროდუქტი ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს სინაყრის განცდას და ამ გზით გვეხმარება წონის დაკლებაში.

ქოქოსის ზეთი და სილამზე
ქოქოსის ზეთს წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს კანზე, რის გამოც ეს პროდუქტი უამრავი კოსმეტიკური პროდუქტის განუყოფელი ნაწილია. ის არბილებს, აღადგენს და ატენიანებს ჩვენს კანს. ცხიმოვანი მჟავებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ქოქოსის ზეთი ამცირებს მზის სხივების ნეგატიურ გავლენას ჩვენს კანზე.