სილამაზის და ახალგაზრდობის რეცეპტი მსოფლიო დონის მოდელებისგან! მხოლოდ 2 კომპონენტი...

სილამაზის და ახალგაზრდობის რეცეპტი მსოფლიო დონის მოდელებისგან! მხოლოდ 2 კომპონენტი...
ინდოეთი ამაყია თავისი უალამაზესი მსახიობებითა და მოდელებით. თითოეული მათგანი სილამაზის ეტალონია არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთ-ერთი ასეთი ლამაზმანი პრიანკა ჩოპრაა. ის ცნობილი მას შემდეგ, რაც დაისაკუთრა "მის მსოფლიო"-ს ტიტული 2000 წელს. გამამდიანრე იქიდან, რომ მთელი მსოფლიო აღტაცებულია ამ ქალბატონის სილამაზით, უამრავი ადამიანი ოცნებობს მისი სილამაზის საიდუმლოს ამოხსნაზე. 16 წლიანი კარიერის განმავლობაში პრიანკა სულ უფრო და უფრო აოცებს საზოგადოებას საკუთარი სილამაზით და დღეს ის საკუთარ საიდუმლოს გვიზიარებს.

როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე და ახალგაზრდობა მრავალი წლით?
პრიანკა თვლის, რომ თმა და სახის კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად ლამაზმანი თავის მოსავლელად მხოლოდ ნატურალურ საშუალებებს მიმართავს.

პრიანკას თქმით, თმის მოსავლელად არაჩვეულებრივი საშუალებაა ცხელი ზეთი, ხოლო სახის კანისთვის - იოგურტისა და ლიმონის წვენის ნიღაბი.



თმის მოვლა - ინგრედიენტები:
  • წყალი - 250 მლ
  • ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
  • ჟოჟობას ზეთი - 1ს/კ




მომზადების და გამოყენების წესი:

  1. თავდაპირველად კარგად დაიბანეთ თავი.
  2. მოამზადეთ წყლის აბაზანა: მცირე ზომის ჭურჭელში ჩაასხით 250 მლ წყალი და გააცხელეთ ის დაბალ ცეცხლზე.
  3. პატარა ჭურჭელში შეურიეთ ზეითუნისა და ჟოჟობას ზეთი. ჩადგით ის თავისი ჭურჭელით გაცხელებულ წყალში.
  4. დიდი ყურადღება მიაქციეთ, რომ ზეთი ზედმეტად ცხელი არ იყოს - ნუ მიიყვანთ დუღილის ტემპერატურამდე.
  5. დაისველეთ თმები, შემდეგ კი წაისვით თბილი ზეთი მთელ თმაზე.
  6. დაიფარეთ პოლიეთილენის ქუდი და შეიხვიეთ თავი პირსახოცით.
  7. დაელოდეთ 20 წუთი და შემდეგ გულდასმით ჩამოიბანეთ თმები.
  8. ასეთი პროცედურა უნდა გაიმეოროთ კვირაში ერთხელ. ამით თქვენი თმები დაიბრუნებს ძალას და ბზინვარებას!



სახის კანის მოვლა - ინგრედიენტები:

  • ნატურალური იოგურტი - 1 ს/კ
  • ლიმონის წვენი - 1 ს/კ
  • ჟოჟობას ზეთი 1 ს/კ



მომზადების და გამოყენების წესი:

  1. შეურიეთ იოგურტი და ლიმონის წვენი.
  2. დაიტანეთ სახეზე მომზადებული ნიღაბი, მოერიდეთ თვალების გარშემო არეს.
  3. გაიჩერეთ ნიღაბი 15-20 წუთი.
  4. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. ამისათვის უმჯობესია გვირილის ნაყენის გამოყენება.
  5. ასეთი ნიღაბის გამოყენება არ არის რეკომედირებული სახლიდან გასვლის წინ, რადგან ის სახის კანის მსუბუქ სიწითლეს იწვევს.
  6. ასეთი ეფექტის მიზეზი შეიძლება იყოს რძემჟავა, რომელსაც შეიცავს იოგურტი. უმჯობესია ეს ნიღაბი ძილის წინ გაიკეთოთ.