ყურიდან გოგირდის და ინფექციების მოშორებაში ეს ორი ინგრედიენტი დაგეხმარებათ!

ყურიდან გოგირდის და ინფექციების მოშორებაში ეს ორი ინგრედიენტი დაგეხმარებათ!
ყურის ტკივილი ხშირად ბაქტერიების ან ყურის ინფექციების მიერ არის გამოწვეული, რასაც როგორც წესი შუა ყურის ანთება ან მასში სითხის დაგროვება იწვევს. ექიმები რეკომენდაციას წამლების გამოყენებას უწევენ, ტკივილის გასაყუჩებლად. თუკი თქვენ სამედიცინო პრეპარატებისგან შორს ყოფნას ამოჯობინებთ, FPAPARAZZI გთავაზობთ მორიგ რჩევას ხალხური საშუალებების გამოყენებით, რომელიც დაგეხმარებათ უმოკლეს დროში მოიშოროთ ყურის ინფექცია და ასევე ყურებში დაგროვებული გოგირდი. ამ საშუალების დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს საშუალება უკვე გამოცდილია და მოქმედია, გამოიჩინეთ სიფრთხილე და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, გაითვალისწინეთ მისი რეკომენდაციები, მანამ სანამ ამ ხალხური რეცეპტის გამოყენებას დაიწყებდეთ.

ინგრედიენტები:
  • ზეითუნის ზეთი - დაგროვებული გოგირდის დასარბილებლად და მოსაშორებლად
  • ნიორის ზეთი - ბაქტერიების გასანადგურებლად


მომზადების წესი:
  1. გაათბეთ 2-3 სუფრის კოვზი სუფთა ზეითუნის ზეთი, ზეთის ტემპერატურა ორგანიზმის ტემპერატურასთან ახლოს უნდა იყოს.
  2. გაჭედილ ყურს ბაქტერიების დაგროვება შეუძლია, რამაც შესაძლოა ინფექცია გამოიწვიოს.ამიტომ ეთერზეთი, მაგალითად ნიორის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაქტერიების გასანადგურებლად.
  3. დაუმატეთ 4 წვეთი ზეთი ან ნიორის ეთერზეთი, გამთბარ ზეითუნის ზეთს. კარგად გადაურიეთ
  4. პიპეტის დახმარებით ჩაიწვეთეთ რამოდენიმე წვეთი ყურში, თავის ცალ მხარეს გადახრით.
  5. ზეთი სამოქმედოთ დაახლოებით 5-10 წუთი გაიჩერეთ.
  6. თვალსაჩინო შედეგების მისაღებად შესაძლოა პროცედურის გამეორება დღეში 2-3 ჯერ გახდეს საჭირო. შვება თქვენ რამოდენიმე დღის მანძილზე უნდა იგრძნოთ.