4 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ჩვენს კანს უდიდეს ზიანს აყენებს. ყურადღებით!

4 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ჩვენს კანს უდიდეს ზიანს აყენებს. ყურადღებით!
თუ თქვენ ტელევიზორის მოყვარული ხართ და დღეში რამდენიმე ჭიქა ყავას მიირთმევთ, თქვენთვის სამწუხარო ინფორმაცია გვაქვს. ეკრანის გამოსხივება, ცუდი ეკოლოგია და გადაჭარბებული რაოდენობით კოფეინი ჩვენი სახის კანს რამდენიმე წლით აბერებს. დღეს ჩვენ მოგიყვებით ყველაზე გავრცელებული მავნე ჩვევების შესახებ, რომლებიც უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენს გარეგნობას.

1. სერიალების მოყვარულები
ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანის ხანგრლძლივი გამოსხივება უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენი სახის კანს. საათობით მონიტორის წინ ჯდომის შედეგად გამოსხივება აღწევს კანის ღრმა ფენებში და ხელს უშლის კოლაგენის გამომუშავებას.

იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ საშინელი შედეგები, მოკალათდით ტელევიზორის წინ დღეში მაქსიმუმ 2-3 საათით. ერთი სეანსის ხანგრზლივობა არ უნდა აღემატებოდეს 40 წუთს, ხოლო შესვენებები სეანსებს შორის უნდა იყოს მინიმუმ 3-4 საათიანი.



2. კოფეინის სიყვარული
ადამიანები, რომლების ყავისა და ჩაის სიყვარულით გამოირჩევიან, მიდრეკილები არიან კანის გამოშრობისგენ. საქმე იმაშია, რომ კოფეინი ფლობს შარდმდენ ეფექტს. თქვენთვის სრულიად შეუმჩნევლად ეს ორი სასმელი განაპირობებს ორგანიზმის უჯრედების გაუწყლოებას. გარდა ამისა, კოფეინი ამაღლებს კანის მგრძნობელობას და იწვევს მის შეწითლებას.



3. დაბინძურებული გარემო ქალაქებში
სპეციალისტების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ დაბინძურებული გარემო გაცილებით დიდ საფრთხეს უქადის ჩვენს კანს, ვიდრე ტელევიზორის ან კომპიუტერის გამოსხივება. ჭუჭყი, მტვერი და ზოგადად დაბინძურებული ჰაერი იწვევს კანის ფორების ''დალუქვას'', რის შედეგადაც ჩვენი კანი საგრძნობლად ზიანდება.



4. უსაქმურობა და 24 საათით სახლში ჯდომა
არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის შედეგად ჩვენს ორგანიზმში კორტიზოლის დონე საგრძნობლად მაღლდება, რის შედეგადაც გვიჩნდება კანზე გამონაყარი, ლაქები და ა.შ. სპორტით დაკავება გვიუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ეს ფაქტი სასარგებლოდ აისახება ჩვენს კანზე, რადგან ამ დროს ის შესაბამისად იკვებება და იღებს საჭირო რაოდენობით ჟანგბადს.



გისურვებთ ჯანმრთელობას და კარგ განწყობას! იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც და აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ინფორმაცია!