”სამყაროს 10 დასასრული”, რომელთა გადატანაც კაციობრიობამ მოახერხა
ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ კაცობრიობა სამყაროს დასასრულით არის შეპყრობილი. ზომბი-აპოკალიფსები, შეტაკებები ასტეროიდებთან, ბირთვული კატასტროფები - მსგავსი თემები მუდამ ჩნდება ჰოლივუდურ ბლოკბასტერებში, ახალ ამბებსა თუ ლიტერატურაში. ამასთან, ცოტა ვინმე თუ დაფიქრებულა, რომ კაცობრიობის ცივილიზაციამ არაერთხელ წარმატებით გადაიტანა ე.წ. ”სამყაროს დასასრული”. FACEPAPARAZZI წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს.
მტვრიანი ქარიშხალი
ამერიკაში მტვრიანი ქარიშხალი 1930 წელს დაიწყო 8 წლის განმავლობაში გაგრძელდა. ეს გახლდათ საშინელი ქარიშხლებისა და გვალვის სერია. სტიქიური უბედურება ტეხასს, კოლორადოს, ნაბრასკა და ოკლაჰომას შეეხო, რომლის დროსაც ხალხმა საკუთარი სახლები მასიურად დატოვა.
1935 წლის 14 აპრილს მძლავრმა მტვრიანმა ქარიშხალმა რამდენიმე შტატში მზე დააბნელა. ატლანტიკის ოკეანეში მცურავი ხომალდების ეკიპაჟები გამუდმებით იუწყებოდნენ, რომ მტვერი გემბანზე ხვდებოდა. 1939 წელს მიღებულმა პროგრამებმა ნიადაგის შესანარჩუნებლად, აგრეთვე, წვიმის დაწყებამ, ხალხი დაარწმუნა, რომ ”სამყაროს დასასრული არ დადგება”.
მონღოლური დაპყრობები
მონღოლთა დაუნდობელი ჯარები სტიქიური უბედურების მსგავსად ესხმოდა აზიისა და ევროპის ქვეყნებს. მე-13 საუკუნის პერიოდში ჩინგიზ ყაენმა შუააზიური სტეპების უამრავი ტომი გააერთიანა და შემნა დამანგრეველი საომარი მანქანა, რომლის მეშვეობითაც დაიპყრო ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი, რუსეთის ტერიტორია და ევროპის ნაწილი. ადამიანური მსხვერპლის რიცხვი დღემდე ზუსტად არ არის დადგენილი, თუმცა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ იმ პერიოდში ატმოსფეროში ნახშირმჟავა აირის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.
ეს შეიძლება აიხსნას მილიონობით ადამიანებისა და ცხოველების დახოცვით, რომლებიც სუნთქვისას სწორედ ნახშირმჟავა აირს გამოჰყოფენ. მონღოლებმა ბოლოს და ბოლოს დაკარგეს უწინდებური სიმძლავრე და უდიდესი იმპერია გაფართოვებიდან 100 წლის შემდეგ დაინგრა.
შავი ჭირი
დამანგრეველმა ჭირმა, რომელსაც შავ სიკვდილს უწოდებდნენ, ევროპა მე-14 საუკუნეში მოიცვა და ევროპის მოსახლეობის 50% გამოასალმა სიცოცხლეს. ამასთან, ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ შავმა სიკვდილმა ევროპის გარდა აფრიკაზე, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაზეც იქონია გავლენა. ჭირი მიკრობულმა ჩხირმა Yersinia pestis გამოიწვია.
შედეგად, ჭირმა არამხოლოდ დაავადება, არამედ საყოველთაო პანიკა და ცრუ რწმენები დათესა, თითქოსდა, დაავადება ღმერთის უკმაყოფილებით იყო გამოწვეული. შავი ჭირით ავადდებოდადა ღარიბი და მდიდარი, მორწმუნე და ურწმუნოც. იგი პერიოდულად ბრუნდებოდა, მაგრამ მსგავსი მასობრივი სიკვდილი, როგორც მე-14 საუკუნეში იყო, აღარ განმეორებულა.
ირლანდიის დიდი შიმშილობა
მე-19 საუკუნის შუა წლებში უამრავი ღარიბი ადამიანის დამოკიდებულებამ მხოლოდ ერთი პროდუქტის მოსავალზე (კარტოფილი), მილიონობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. უმეტესობა ამ სტიქიას ირლანდიას უკავშირებს, და ნაწილობრივ მართლებიც არიან. ირლანდია მართლაც სხვებზე მეტად დაზარალდა (მოსახლეობის მეოთხედი დაიღუპა), თუმცა ერთადერთი ქვეყანა არ ყოფილა, რომელიც კარტოფილის დაავადებითა და შემდგომი შიმშილობით ზიანი მიადგა. ფიტოფტოროზმა ჩრდილო და ცენტრალური ევროპის უდიდესი ნაწილი მოიცვა, მათ შორის შოტლანდია, ბელგია და გერმანია, რამაც სრული სოციალური კოლაფსი გამოიწვია.
მშიერი მუშები პირდაპირ ევროპის ქუჩებში კვდებოდნენ. ტრაგედიას ამწვავებდა ის ფაქტი, რომ უმეტეს რეგიონებში პროდუქტების საკმარისი რაოდენობა იყო, მაგრამ მთავრობა მას საზღვარგარეთ ყიდდა შემოსავლის გაზრდის მიზნით.
30-წლიანი ომი
შესაძლოა, ყველაზე ცნობილი ”რელიგიური” ომი ევროპაში, რომელიც 30 წელი გაგრძელდა. არსობრივად, ეს გახლდათ კონფლიქტი პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის, რომელიც შემდგომ გაბსბურგების წინააღმდეგ ბრძოლაში გადაიზარდა. ევროპის თითქმის ყოველი ქვეყანა იღებდა ამ ომებში მონაწილეობას, მაგრამ ყველაზე დამანგრეველი ომები რომის იმპერიაში იმართებოდა. დაუნდობელი ომების შედეგად უამრავი ქალაქი თუ სახელმწოფო დაცარიელდა, მარცვლეული კულტურის მოსავალი კი 75%-ით შემცირდა.
მეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი წარუშლელი კვალი დატოვა ისტორიაში. დედამიწის თითოეულ კუთხე-კუნჭულში, ანტარქტიდის გამოკლებით, მიმდინარეობდა სასტიკი შეტაკებები ნაცისტებსა და მოკავშირეებს შორის. შედეგად, მთელი ევროპა და აზია დაცარიელდა. ომის დროს 80 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
ომის მიწურულს, შიმშილობა ჩვეული ამბავი იყო, ადამიანები ცდილობდნენ აღედგინათ ცხოვრება განადგურებულ ქალაქებში. არ იყო არც წყალი, არც ელექტროობა, არც საჭმელი და კანონიერი მთავრობაც.
ოსპა დასავლეთ ნახევარსფეროში
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვის ნებისმიერ ევროპელთან კონტაქტი სავალალო იყო. ევროპელებთან ერთად, ამ ადგილებში უჩინარი სიკვდილი - ოსპა შემოიპარა. რიგ სხვა დაავადებასთან ერთად, რომლის წინააღმდეგ ევროპელებს იმუნიტეტი გამოუმუშავდათ საუკუნეების მანძილზე, ოსპამ ჩრდილოეთ ამერიკის, კარიბის აუზის ქვეყნების, ოკეანიისა და სამხრეთ ამერიკის მოსახლეობა მოცელა. ყველაზე მცირე გამოთვლებით, ამ დაავადებას ადგილობრივების 60-70% ემსხვერპლა.
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა
შუასაუკუნეების ლიტერატურაში ხშირად ნახსენები რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილის შესუსტება და შემდგომი კრახი ჩ.წ.ა. მე-5 საუკუნეში იმ მომენტისთვის სამყაროს დასასრულს უდრიდა. თითქმის 1000-წლიანი მმართველობის პერიოდში რომმა უდიდესი ზეგავლენა იქონია ხმელთაშუა ზღვისპირა და ევროპის ქვეყნების კულტურაზე. სხვა ”აპოკალიფსებთან” შედარებით, დასავლეთ რომის იმპერიის კრახი ხანგრძლივი ომებით, შიმშილითა და სახელისუფლო კოლაფსით იყო აღსავსე. მაგალითად, რომის ბრიტანია ბედის ანაბარა იქნა მიტოვებული. მას მერე, რაც იგი რომაელმა ლეგიონერებმა დატოვეს, ბრიტანიაში შეიჭრნენ გერმანელი იუტები, ანგლები და საქსები, რომელთაც სამუდამოდ შეცვალეს ქვეყნის შემდგომი განვითარება.
გარდა ამისა, გერმანულმა ტომებმა დაიპყრეს იბერია, გალია და იტალიური ნახევარკუნძული. ასე გაგრძელდა მე-8 საუკუნემდე, სანამ დასავლეთ ევროპაში სიტუაცია ნელ-ნელა არ დალაგდა.
ცინის დინასტიის დაცემა
ჩინეთი მუდამ მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი გახლდათ. გასაკვირიც არაა, რომ როდესაც ჩინეთის რომელიმე ხელისუფლება კრახს განიცდიდა, ეს დამანგრეველი იყო მსოფლიოს უდიდესი ნაწილისვის. ნგრევა და შიმშილობა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ცინის დინასტიის დასასრულისას. მე-19 საუკუნის შუა წლებში ჩინეთის ინფლაციამ ძირითადი პროდუქტები ხეულმიუწვდომელად გახადა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის. უამრავმი მდიდარმი ადამიანი იძულებული გახდა, თავისი მიწა დაეტოვებინა.
მეგიდო
ქალაქი მეგიდო ძველ მსოფლიოში კულტურის, ვაჭრობისა და ძალაუფლების მნიშვნელოვანი ცენტრი გახლდათ. იგი საინტერესო იყო როგორც ასირიელებისთვის, ასევე ეგვიპტელებისთვისაც. ამიტომაც მეგიდო უამრავჯერ იქნა დაპყრობილი. შეტაკებები ასირიელებსა და ეგვიპტელებს შორის იმდენად დამანგრეველი იყო, რომ მოგვიანებით ამ ქალაქის ბერძნული სახელწოდება - არმაგედონი - მსოფლიოს დასასრულის სინონიმად იქცა.
როგორც აბრაამული რელიგიების მიმდევრები ვარაუდობენ, ყველა დროის უკანასკნელი ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის სწორედ იმ ადგილებში მოხდება.