კუჭ-ნაწლავის დაავადებების მრკუნალობა მცენარეული საშუალებებით - ეს მარტივია!
კუჭ-ნაწლავის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, იგივე კოლიტი. ამ დროს ადგილი აქვს ნაწლავთა მამოძრავებელი აქტივობის ფუნქციურ მოშლილობას და თავს იჩენს ისეთი სიმპტომები როგორიცაა: ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, რომელიც ცხრება დეფიკაციის შემდეგ. ეს სინდრომი უფრო ხშირია 25-45 წლის ასაკის ქალებში, თუმცა გვხვდება მოხუცებსა და ბავშვებშიც. ამ სინდრომის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი ადგილი ნერვიული სისტემის მდგომარეობასაც უკავია. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი განსაკუთებით მწვავდება ზაფხულობით, როცა ბევრი ხილი და ბოსტნეული შემოდის. რაციონიდან ამოიღეთ ლობიო, ბარდა, კომბოსტო, შებოლილი და ცხიმიანი საკვები. ხშირად მიირთვით ხორბლის ფაფა, მაწონი, ხაჭო. ეცადეთ საკვები იყოს თბილი და არა ცივი ან ცხელი. Fpaparazzi-ის რედაქცია გასწავლით კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დარღვევების მცენარული რეცეპტით მოგვარებას:
მომზადება და გამოყენების წესი:
ექიმის კომენტარი: გოგრა ხალხურ მედიცინაში ცნობილია როგორც ვიტამინებით, მინერალებით და ორგანული მჟავებით მდიდარი მცენარე, რომელსაც მრავალმხრივი სამედიცინო გამოყენება აქვს: აწესრიგებს საჭმლის მონელებას, ხსნის ნაღვლის ბუშტის ატონიას, კარგ შედეგს იძლევა ღვიძლის, თირკმელების დაავადების, პოდაგრისა და ათეროსკლეროზის დროს. კარტოფილისა და სტაფილოს წვენები კი უხდება გულძმარვას, აცხრობს კუჭისა და ნაწლავების ანთებას.
მომზადება და გამოყენების წესი:
- გოგრის ყუნწი დააქუცმაცეთ. 3-4 სუფრის კოვზ ყუნწს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი, ხარშეთ 15 წუთი და მიიღეთ გრილი დღის განმავლობაში.
- გარდა ამისა, ძალიან სასარგებლოა კარტოფილის ახალგამოწურული წვენი. დილაობით, უზმოზე უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა, 10 დღის განმავლობაში. შემდეგ 10 დღის განმავლობაში კი უნდა სვათ სტაფილოს ახალგამოწურული წვენი.
- ამ მარტივი საშუალებებით თავს კარგად იგრძნობთ და კუჭ-ნაწლავი აღარ შეგაწუხებთ.