წარბები ცვლიან ყველაფერს: როგორ დავაკორექტიროთ სახის ნაკლი წარბების ფორმის დახმარებით

წარბები ცვლიან ყველაფერს: როგორ დავაკორექტიროთ სახის ნაკლი წარბების ფორმის დახმარებით
წარბებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. სახის სწორედ ამ ნაწილის წყალობით თქვენ შეგიძლიათ ან გალამაზდეთ ან სრულად გააფუჭოთ ბუნებრივი მონაცემები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ტრენდების აყოლასთან ერთად დავიცვათ სახის პროპორციების მოთხოვნებიც. დღეს FPAPARAZZI-ს რედაქცია შემოგთავაზებთ სტატიას, თუ როგორ მოვახდინოთ სახის ნაკლის კორექტირება, მხოლოდ წარბების გამოყენებით.
  1. მრგვალი სახე, მრგვალი ლოყები

    ის რაც ასეთი იერის გოგონამ არ უნდა გამოიყენოს არის მოკლე წარბები. თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოწელოთ წარბის კიდეები. თუკი საკთარი არ გყოფნით, მიახატოთ. შეეცადეთ გამოიყვანოთ ის თვალის შიდა კუთხემდე და ზევით. ეს ვიზუალურად ამცირებს ლოყებს და ხაზს უსვამს ყვრიმალებს. ამასთანვე გაითვალისწინეთ, რომ გამოკვეთილი დახრა არ უნდა იყოს - მხოლოდ მსუბუქი ხაზები.

  2. მკაცრი ყბა/b]
    წარბები ცვლიან ყველაფერს: როგორ დავაკორექტიროთ სახის ნაკლი წარბების ფორმის დახმარებით
    ვინაიდან მთავარ ამოცანას სახის ზედა და ქვედა ნაწილის გაწონასწორება წარმოადგენს, ართმნიშვნელოვნად მიუღებელია წვრილი წარბები. თქვენი წარბებია: განიერი, სწორი და გრძელი. მოხრა წაწვეტებული, ოღონდ მცირედით. მნიშვნელოვანი ცვლილების ნახვა ამ მეთოდის გამოყენებისას შეგიძლიათ ნახოთ ანჯელინა ჯოლის სურათზე, თუკი შეადარებთ მის ახალგაზრდობის დროინდელ და ახლანდელ სურათებს.

  3. [b]დიდი ცხვირი

    თქვენ არჩევანი უნდა შეაჩეროთ - განიერ, თვალსაჩინო წარბებზე. ფერმკრთალი და წვრილი წარბები ვიზუალურად ამცირებენ თვალებს და ცხვირი მაშინთვე თვალსაჩინო ხდება. აი მუქი წარბების შემთხვევაში ყურადღება მაშინთვე გაიფანტება.

  4. მაღალი შუბლი

    მაშინ როდესაც მაკიაჟს იკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია წარბები ზევით აივარცნოთ. ეს მათ გააფართოებს ხოლო შუბლი ვიზუალურად შემცირდება. თქვენთვის კარგი ვარიანტია ისეთი წარბების ფორმა როგორსაც იყენებს ენ ჰეთეუეი, სარა ჯესიკა პარკერი ან კირა ნაითლი.

  5. წაწვეტებული ნიკაპი

    თუკი თქვენ გულის ფორმის სახე გაქვთ ისევე როგორც მსახიობ რიზ უიზერსპუნს, შეგიძლიათ ის ცოტაოდენ მომრგვალებულად გამოაჩინოთ საშუალო სიგრძის არა მკვეთრი წარბების დახმარებით. არავითარი არავითარი წარგძელებული შიდა კიდეები (ეს თქვენს ნიკაპს უფრი წაწვეტებულს გამოაჩენს) და არავითარი "დრამატიზმი" - ორივე მათგანი არღვევს პროპორციებს. თქვენი ვარიანტია - მსუბუქი მომრგვალებული წარბები, მსუბუქი და ასევე მომრგვალებული კუთხით.