ძველი ბერძნების ჯანმრთელობის ელექსირი: დაუვიწყარი გემო, ჯადოსნური არომატი და აღურაცხელი სარგებელი!

ძველი ბერძნების ჯანმრთელობის ელექსირი: დაუვიწყარი გემო, ჯადოსნური არომატი და აღურაცხელი სარგებელი!
თუკი მცენარეებს შორის არსებობს ისეთი, რომელიც დანამდვილებით კურნავს, ეს მხოხავი ბეგქონდარაა. ის ფლობს შესანიშნავ შემახორცებელ ეფექტს და შესაძლებელია გამოიყენებოდეს ყველაზე განსხვავებულ შემთხვევებში და სიტუაციებში. ამ სტატიაში FPAPARAZZI-ს რედაქცია მოგიყვებათ ბექონდარას გამოყენების ყველაზე პოპულარული მეთოდების შესახებ, მის სარგებელზე და ასევე შევეხებით ბექონდარას გასახდომად გამოყენების თემასაც.
ძველი ბერძნების ჯანმრთელობის ელექსირი: დაუვიწყარი გემო, ჯადოსნური არომატი და აღურაცხელი სარგებელი!
რა არის მხოხავი ბეგქონდარა?
მხოხავი ბეგქონდარა - ყვევილოვანი მცენარეა, რომელიც ხარობს პრაქტიკულად ყველგან, მათ შორის საქართველოშიც. ეს მცენარე გამოიყენება ყველაზე განსხვავებულ სფეროებში - კულინარიაში, პარფიუმერიაში, მედიცინაში და ასევე საყოფაცხოვრებო სხვადასხვა სფეროებში.
მხოხავი ბექონდარას ძირითადი მოქმედი კომპონენტია - ეთერზეთი, რომელშიც თიმოლი შედის - შესანიშნავი ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ბექონდარა ფლობს ბაქტერიოციდულ, ჭრილობების შემახორცებელ, ტკივილგამაყუჩებელ, ამოსახველებელ, ბრონქების გამაფართოებელ, ჭიების საწინააღმდეგო და სხვა მრავალ თვისებებს.ის ასევე ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ წონას აკონტროლებენ.


ბოლო დროს უამრავის აიტი გამოჩნდა რომელიც ბექონდარას დიეტას უწევს რეკომენდაციას. სინამდვილეში ბექონდარას მხოლოდ გასახდომი მიზნებისთვის გამოყენება ძალიან წინდაუხედავი საქციელია. ბექონდარას ჩაის სარგებლიანობა რთულია სათანადოდ შეაფასო: ის ვიტამინებისა და ეთერზეთების, ტანინები და მჟავების ნამდვილი კოქტეილია.
\მიუხედავად ამისა იმის მტკიცება, რომ ბექონდარა ზედმეტ წონასთან საბრძოლველად უსარგებლოა - არ შეიძლება! ეს მცენარე ხომ საჭმლის გადამუშავების პროცეს აუმჯობესებს და აკორექტირებს ნივთიერებათა ცვლას, შესაბამისად თუ თქვენი პრობლემები სწორე ჩამოთვლილი პრობლემებით არის წარმოქმნილი ბექონდარას სასმელს შეუძლია დადებითი გავლენის მოხდენა.

ეს სასმელი დაგეხმარებათ თავი ბევრად უფრო კარგად იგრძნოთ მიუხედავად თქვენი წონისა. გარდა ამისა, თავისი მკვეთრად გამოხატული გემოს და არომატის წყალობით, მას შეუძლია შესანიშნავი სანელებელი იყოს თევზისა და ხორცისთვის.სხვამხრივ კი თუკი თქვენ დაინტერესებული ხართ ბექონდარას გამოყენებით წონის დაკლებით შეგვიძლია შემოგთავაზოთ შემდეგი რეცეპტები:

რეცეპტი № 1. 1/4 ჭიქა წყალში ჩაყარეთ 1 ჩ/კ ხმელი ბექონდარა. მიიყვანეთ წყალი დუღილის ტემპერატურამდე და დააყენეთ 10 წუთით. გადაიტანეთ ფინჯანში,დაუმატეთ ადუღებული წყალი და კვლავ 5-7 წუთი დააყენეთ, გაფილტრეთ.

რეცეპტი № 2. ჩაყარეთ ცხელ, ანადუღარ ჩაიდანში 3 ჩ/კ შავი ჩაი და 2 ჩ/კ ხმელი ბექონდარა, დაასხით ადუღებული წყალი და ააყენეთ. შაქარი ან თაფლი შეგიძლიათ დაუმატოთ გემოვნებით.

რეცეპტი № 3. შეურიეთ ბექონდარა პიტნას და თავშავას, თანაბარი პროპორციებით. 1 ს/კ ამ ნაზავს ჩავყრით ანადუღარ ჭყალში, დავასხავთ მდუღარეს და დავაყენებთ. ასეთი სასმელი - სასწრაფო დახმარებაა ნევროზის, უძილობის, ხასიათის გაფუჭების და გადაღლილობისას.

ერთხელ მაინც თუ გასინჯავთ ბექონდარას ჩაის, თქვენ ის სამუდამოდ შეგიყვარდებათ! ეს სასმელი წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიირთვად, ზაფხულში ის გვაგრილებს ხოლო ზამთარში გვათბობს თაფლის არომატით.