წარმოგიდგენთ გამოცდილ და ძალიან ეფექტურ რეცეპტებს სახის შავი წერტილებისგან გასაწმენდად.

წარმოგიდგენთ გამოცდილ და ძალიან ეფექტურ რეცეპტებს სახის შავი წერტილებისგან გასაწმენდად.
დღეს FPAPARAZZI-ს რედაქციამ გადაწყვიტა ჩვენი ულამაზესი მანდილოსნებისთვის შემოეთავაზებინა სახის შავი წერტილებისგან გამწმენდი გამოცდილი და სუპერ ეფექტური საშუალების რეცეპტი. ამ რეცეპტების გამოყენებით თქვენი სახე იდეალურად სუფთა იქნება და თქვენს სილამაზეს წინ ვეღარაფერი დაუდგება. მაშ ასე რისი გაკეთებაა საჭირო, პირველ რიგში დავიბანოთ სახე ჩვეული წესით, შევიკრათ თმები.

ვამზადებთ ნაზავს №1.
  1. ავიღოთ ერთი სუფრის კოვზი საპარსი ქაფი, დავუმატოთ ნახევარი ჩაის კოვზი სოდა. კარგად გადავურიოთ.
  2. ავადუღოთ წყალი ქვაბში, ჩავყაროთ ერთი მუჭა ხმელი გვირილის ყვავილები. მოვათავსოთ ქვაბი მაგიდაზე, გადავიფაროთ პირსახოცი და სახეზე მივიღოთ ორთქლის აბაზანა 5-7 წუთის განმავლობაში.
  3. დაორთქლილ ტენიან სახეზე წავისავათ წინასწარ მომზადებული ნაზავი, მოერიდეთ თვალის და ტუჩების არეს. შევდივართ აბაზანაში ვხსნით ცხელი წყლის ონკანს. წყლის ნაკადის ქვეშ ვათავსებთ რბილ კბილის ჯაგრის (აუცილებელია ჯაგრისი იყოს რბილი- ან სახის სპეციალური ჯაგრისი), შემდეგ კი მსუბუქად და დინამიურად ვიწმენდთ სახეს.განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ცხვირს, ნესტოებს და შუბლს - ბოლოს ჩამოვიბანთ წყლით.
  4. ჩავიხედებით სარკეში და შავი წერტილები წარსულს ჩაბარდა. ფორები სუფთაა, სახე კი ძალიან პრიალა.



ვამზადებთ ნაზავს №2.
  1. ვურევთ თქვენი სახის კანის შესაბამის თიხას და მირამისტინს (ან ქლორგექსიდინი - განსხვავება მხოლოდ ფასშია)
  2. ნაზავი ფაფის კონსისტენციის უნდა მიიღოთ. წაისვით სუფთა სველ სახეზე, მოერიდეთ თვალისა და ტუჩების არეს.
  3. გაიჩერეთ სახეზე 15-20 წუთით, ნაზავის გაშრობისგან დამოუკიდებლად.
  4. ჩამოიბანეთ ნაზავი, გაიმშრალეთ სახე და წაივით კრემი.