8 რამ, რისი მოთხრობაც თქვენს მკერდს თქვენივე ჯანმრთელობის შესახებ შეუძლია - საინტერესოა!

8 რამ, რისი მოთხრობაც თქვენს მკერდს თქვენივე ჯანმრთელობის შესახებ შეუძლია - საინტერესოა!
თითოეულმა ქალბატონმა იცის, რომ მკერდი სხელის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ჩვენი ზრუნვა ესაჭიროება. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ მკერდს მცირე ცვლილებებს მაინც შეამჩნევთ, არავითარ შემთხვევაში დატოვოთ ისინი უყურადღებოდ. დღეს ჩვენ მოგიყვებით მკერდის ყველაზე გავრცელებული ცვლილებებისა და მათი მნიშვნელობების შესახებ.

1. მკერდის ზრდა



ფაქტორები, რომლებიც მკერდის ზრდას განაპირობებს:
  • წონის მომატება;
  • ორსულობა;
  • ჰორმონალური პრეპარატების მიღება, რომლებიც ესტროგენს ან პროგესტერონს შეიცავს.

მკერდის ზრდაში საშიში არაფერია!

2. მკერდის ზომის შემცირება



თუ თქვენი მკერდის ზომა მნიშვნელოვნად შემცირდა, ეს ნიშნავს, რომ ან წონაში დაიკელით ან თქვენს ორგანიზმში ესტროგენის დონე შემცირდა. იმ შემთხვევაში, თუ ამ მოვლენას თან ახლავს აკნე და თმის ცვენა, ეს დიდი ალბათობით პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომზე მეტყველებს, რაც ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონის ზრდით ხასიათდება.

3. ჩამოწელვა



ექიმების თქმით, მკერდის ფორმის დარღვევა და მისი ჩამოწელვა უკავშირდება მშობიარობას და დაბერების პროცესს. იმისთვის, რომ ეს პრობლემა თავიდან ავირიდოთ, საჭიროა ბიუსტჰალტერის სწორად შერჩევა და საკუთარი წონის გაკონტროლება.

4. მუწუკების გაჩენა



მკერდის ინტერსტიციული ცვლილებები სავსებით ნორმალური მოცლენაა, რომელიც მენტრუაციულ ციკლს უკავშირდება. იმ შემთხვევაში, თუ მუწუკები სიმეტრიულია და ჩნდება იღლიების გარშემო ან მკერდის ''ფასადზე'' - სანერვიულო არაფერია, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ამ მოვლენას საშინელი ტკივილები ახლავს თან.

5. ტკივილი მკერდის არეში



არსებობს ამ პრობლემის გამომწვევი უამრავი ფაქტორი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დიდი რაოდენობით კოფეინს მიირთმევთ, სავსებით შესაძლებელია განიცდიდეთ ორივე მკერდის ტკივილს. სხვა, შედარებით იშვიათი ფაქტორები:

  • რკინის დეფიციტი;
  • მკერდის სიმსივნე;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

6. ჩაბრუნებული ძუძუს თავები



იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ყოველთვის ჩაბრუნებული ძუძუს თავები გქონდათ, ამაში საშიში და უცნაური არაფერია. ეს მოვლენა უნდა აღიქვათ სერიოზულად იმ შემთხვევაში, თუ ის თქვენთვის არატიპიური და ახალია. ძუძუს თავების ჩაბრუნება შეიძლება მეტყველებდეს სიმსივნურ წამონაზარდზე, რის გამოც აუცილებელია ექიმთან მისვლა და გამოკვლევების ჩატარება. ეს პრობლემა ასევე შეიძლება შეექმნათ იმ გოგონებს, რომლებიც ბიუსტჰალტერს ზედმეტად ხშირად ატარებენ.

7. რძის გამოყოფა



ამ მოვლენის განმაპირობებელი ფაქტორი სავსებით შესაძლებელია სიმსივნე იყოს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ საკუთარ მკერდს ამ ცვლილებას ამჩნევთ, დიდი ალბათობით თქვენს ორგანიზმში პროლაქტინის დონემ საგრძნობლად იმატა. როგორც წესი, ეს მოვლენა განპირობებულია სხვადასხვა წამლების, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო პრეპარატებისა და ანტიდეპრესანტების გამოყენებით. ცნობისთვის, რძის გამოყოფა შეიძლება გაგრძელდეს ბავშვის მკერდით გამოკვების დამთავრებიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში.

8. ფერის ცვლილება



მკერდის ფერის ცვლილება და ლიმფური კვანძების გადიდება ყველაზე ხშირად ორსულობას უკავშირდება.