ამ ნიღბის მეორე ჯერზე გამოყენების შემდეგ თქვენი სახე სისუფთავისგან იბრწყინებს!
ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენი კანი მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, აუცილებელია იზრუნოთ მის დაცვაზე და დატენიანებაზე. ჩვეულებისამებრ, ამისთვის უბრალო დამცავ კრემს იყენებენ...
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მზეზე დიდ დროს ატარებთ და არ იყენებთ დამცავ კრემს, სახის კანზე მუქი ლაქების გაჩენის ალბათობა საგრძნობლად იზრდება. დღესდღეობით უამრავ ადამიანს აწუხებს ეს უსიამოვნო მოვლენა, რის გამოც ''Fpaparazzi''_ის რედაქციაში გადავწყვიტეთ გაგვეზიარებინა თქვენთვის უმარტივესი საშუალების მომზადების რეცეპტი, რომელიც ხანმოკლე დროში გაგიქრობთ სახეზე არსებულ ლაქებს. იცოდით, რომ კარტოფილი აუმჯობესებს სახის ფერს და ხსნის მის გაღიზიანებას? ამ პროდუქტს საკმაოდ ხშირად გამოიყენებდნენ ჩვენი ბებიები კოსმეტიკური მიზნებისთვის.
ამ ნიღაბს, რომლის მთავარ კომპონენტსაც კარტოფილი წარმოადგენს, ძალზედ სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენი სახის კანზე:
უბრალოდ გამოწურეთ კარტოფილის წვენი და შეიზილეთ ის კანის დაზიანებულ ნაწილებზე. გარდა ამ მეთოდისა, თქვენ შეგიძლიათ კარტოფილის წვენის კომბინირება სხვა სასარგებლო პროდუქტებთან. ასე ამ ნიღბის ეფექტურობა საგრძნობლად გაიზრდება.
კარტოფილი და სტაფილო:
შეურიეთ კარტოფილი წვენი 1 სტაფილოს წვენთან და მიღებული სითხე შეიზილეთ კანზე. გაიჩერეთ ნარევი 25 წუთით და ამ დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
კარტოფილი და ლიმონის წვენი:
გაურიეთ ერთმანეთში კარტოფილისა და ნახევარი ლიმონის წვენი. მიღებული ნარევი შეიზილეთ კანის დაზიანებულ ნაწილზე, გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კარტოფილი და ხახვი:
შეურიეთ კარტოფილისა და ხახვის წვენი ერთმანეთში. მიღებული ნარევი დაიტანეთ სახის კანზე, გაიჩერეთ 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გამოიყენეთ ამ მეთოდებიდან ერთ-ერთი და ხანმოკლე დროში თქვენი კანი სისუფთავისგან იბრწყინებს!

- გვაშორებს მუქი ფერის ლაქებს სახიდან;
- ეფექტურია აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველად;
- ატენიანებს და კვებავს კანს;
- გვაშორებს შავ წრეებს თვალების გარშემო;
- ხსნის შეშუპებას;
- ანელებს დაბერების პროცესს;