საკმაოდ დიდი ხანი თმის ცვენისგან ვიტანჯებოდი, სანამ ამ სასწაულმოქმედ ნიღაბს არ მივაგენი!

საკმაოდ დიდი ხანი თმის ცვენისგან ვიტანჯებოდი, სანამ ამ სასწაულმოქმედ ნიღაბს არ მივაგენი!
მშობიარობის შემდეგ თმის ხშირი ცვენა დამეწყო, რის გამოც სერიოზულ დეპრესიაში ჩავვარდი. უამრავ მეთოდსა და რეცეპტს მივმართე ამ საშინელი პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა ამაოდ. მოგვიანებით, როდესაც ჩემს ბებიას ამ პრობლემის შესახებ მოვუყევი, მან გამიღიმა და მითხრა, რომ სანერვიულო არაფერი მქონდა, რადგან ის თმის უნიკალური ნიღბის დამზადების საუდუმლო რეცეპტს ფლობდა, რომლითაც ბებიაჩემი თავად სარგებლობდა ახალგაზრდობაში.

3 დღიანი პროცედურის შემდეგ თმის ცვენა პრაქტიკულად შეჩერდა, ხოლო 1 თვის შემდეგ სარკეში საკუთარ ანარეკლს ვეღარ ვცნობდი.

როგორ შევიჩეროთ თმის ცვენა

ინგრედიენტები:
  • 1 ს.კ ხახვის წვენი (გახეხეთ ხახვი წვრილ სახეხზე და გამოწურეთ მისგან წვენი);
  • 1 ს.კ თაფლი;
  • კვერცხის გული;
  • 1-2 ს.კ ოროვანდის ზეთი;

მომზადება:

მიღებული თხევადი მასა შეიზილეთ თმის ფესვებზე (შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის შესაღები ფუნჯი) და შემდეგ გაინაწილეთ მთელ თმაზე. წამოიცვით თავზე პოლიეთილენის პარკი და შემოიხვიეთ პირსახოცით. 1 საათის გასვლის შემდეგ დაიბანეთ თავი უბრალო შამპუნით.

თავდაპირველად ამ ნიღაბს კვირაში ორჯერ ვიკეთებდი. 2 კვირის შემდეგ მიღებული შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი, თუმცა თმის ზრდის სტიმულირებისა და მისი გამყარების მიზნით, მომდევნო 2 თვის გამავლობაში თმის ამ ნიღაბს კვირაში ერთხელ ვიკეთებდი, რამაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო!

თუ თქვენ ანალოგიური პრობლემისგან იტანჯებით, აუცილებლად გამოცადეთ თმის ეს ნიღაბი!