ბრონქიტი გაწუხებთ?! - ჩვენ გასწავლით, როგორ გაუმკლავდეთ მას

ბრონქიტი გაწუხებთ?! - ჩვენ გასწავლით, როგორ გაუმკლავდეთ მას
რეცეპტი ბანანის გამოყენებით არა მხოლოდ ჩვეულებრივ ხველას, არამედ ბრონქიტსაც მოგაშრებთ. ამასთანავე ის ძალიან გემრიელი, სასარგებლოა და დადებითად აისახება კუჭის ფუნქციონირებაზეც.

თუკი თქვენი ბავშვი ყელის ტკივილით ან ხველით იტანჯება, მოამზადეს ეს შესანიშნავი სამკურნალო საშუალება. ბავშვებისათვის ის განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა! თუმცა უფროსებსაც შეიძლება უშველოს.

ამ ჯადოსნური ტკბილი-რეცეპტის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 ც. მწიფე ბანანი (საშუალო ზომის, რომლებიც ყავისფერი ლაქებით არიან)
  • 2 ს/კ შაქარი ან უმჯობესია თაფლი
  • 400 მლ ადუღებული წყალი


მომზადების წესი:
  1. გაასუფთავეთ ბანანი, ჩანგლის ან დანის გამოყენებით (სასურველია იყოს ხის ან პლასმასის - ბანანი, რომ არ გაშავდეს) კარგად გასრისეთ ისინი, თქვენ ბაბანის პიურე უნდა მიიღოთ.
  2. დაუმატეთ შაქარი (თაფლი) და კარგად გადაურიეთ.
  3. დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ ჭურჭელს თავსახური და დააყენეთ 30 წუთი.
  4. თუკი თქვენ თაფლის გამოყენება გადაწყვიტეთ, მაშინ ის ნაზავის გაცივების შემდეგ უნდა დაუმატოთ და არა ადუღებული წყლის დასხმამდე.


გამოყენების წესი:
  • ეს საშუალება უნდა მიირთვათ ახალ მდგომარეობაში, ამიტომ მისი დამზადება ყოველდღიურად მოგიწევთ, გამოყენების წინ. მიირთვის ის 4 ჯერ დღეში (დაახლოებით 100 მლ)
  • რამოდენიმე დღის შემდეგ ხველა შეწყდება.

ალბად ყველა ჩვენთაგანს გაუგია ბებიებისაგან მზგავსი რეცეპტები ხველის სამკურნალოდ, გთხოვთ გაუზიარეთ თქვენი გამოდილება ჩვენს მკიტხვეს - დაგვიტოვეთ კომენტარები და გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას!