ბანანის ნიღაბი საიდუმლო ინგრედიენტით, თმის წამოუდგენელი ბზინვარებისათვის.
თანამედროვე ქალაქურ ცხოვრებაში ძალიან რთულია თმის სწორედ მოვლა. არადა არასაკმარისი საკვებისა და არასწორი მოვლის გამო ისინი უხეში, მტვრევადი და სუსტები ხდებიან. თმისთვის ჯანსაღი იერის დასაბრუნებლად საკმარისია ხარისხიანი ნიღაბის გამოყენება და ამისათვის სუპერმარკეტებში სირბილი სულაც არ არის აუცილებელი, ყველა საჭირო ინგრედიენტს საკუთარ სამზარეულოშიც იპოვით.
თაფლისა და ბანანის ნიღაბი
fpaparazzi-ს მიერ შემოთავაზებული ეს ნიღაბი შესანიშნავი საშუალებაა თმის ღრმა კვებისათვის, ის საკმაოდ მარტივად მზადდება. თქვენ უბრალოდ მწიფე ბანანი ათქვიფეთ ფაფის მიღებამდე შემდეგ კი მას ერთი ჩაის კოვზი თაფლი დაუმატეთ და კარგად გადაურიეთ. მიღებული ნიღაბი წაისვით თმის ძირებიდან ბოლოებამდე და დაიხურეთ პოლიეთინელის ქუდი. გაიჩერეთ 30 წუთით და ცამოიბანეთ ცივი წყლით.
იოგურტ-ბანანის ნიღაბი
ეს არის შესანიშნავი ნიღაბი მათვის, ვისაც ცხიმიანი თმა აქვს. თქვენ დაგჭირდებათ ორი მწიფე ბანანი და ნატურალური იოგურტი (ნატურალური იოგურტი მოიკითხეთ სანტეს დახლებზე), ბანანები ამ შემთხვევაშიც ფაფის მიღებამდე უნდა ათქვიფოთ შემდეგ კი დაუმატოთ ნახევარი ფინჯანი იოგურტი და გულდასმით გადაურიოთ. წაისვით თმაზე და ამასთანავე მასირებით შეიზილეთ თავის კანში. შეიკარით თმები და დაიმაგრეთ ის თმისამაგრით. ნიღაბი გაიჩერეთ 30 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
უკეთესი ეფექტის მისაღებად კი შეგიძლიათ ორივე ნიღაბში საიდუმლო ინგრედიენტი "ალოე ვერა"-ს გელი დაუმატოთ.