როგორ გამოვიყვანოთ წყობიდან ზოდიაქოს ნიშნები?

როგორ გამოვიყვანოთ წყობიდან ზოდიაქოს ნიშნები?
როგორც არ უნდა ვეცადოთ სიმშვიდის შენარჩუნებას, ნებისმიერ ადამიანს აქვს რაღაც, რითიც მისი წყობიდან გამოყვანა წამებშია შესაძლებელი. ადამიანების ხასიათი და ემოციურობა დიდად დამოკიდებულია მათ ზოდიაქოზე. ზუსტად ასევე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შესაძლებელია განისაზღვროს ქმედება ან სიტუაცია, რომელსაც შეუძლია ადამიანის გაბრაზება ან წყობიდან გამოყვანა.

გაიგეთ ტქვენი სუსტი მხარეები, თავის უფრო კარგად დასაცავად.

ვერძი
ძალიან სერიოზული და ამაყი ვერძების წყობიდან გამოყვანა საკმაოდ მარტივია. საკმარისია მას ხელი შეუშალოთ მუშაობაში ან დასახული მიზნების შესრულებაში, რომ ისინი ქარ-ცეცხლში გაგატარებენ სანამ თქვენ გონზე მოსვლას მოასწრებთ.


კურო
კურო ბუნებით მშვიდი და დალაგებულია და ეს თვისებები კარგად აისახება სტაბილურობის მხრივ. მაგრამ თუკი მათ გააოცებთ ან გაუგებრობაში აღმოჩნდებიან იმწამსვე იწყებს მსხვრევას მათი სიმშვიდის საძირკველი.

ტყუპები
ტყუპები ასწრებენ ყველაფერს და ყველგან. ისინი ახერხებენ სარგებელი ნახონ სპონტანური მოქმედებებით და მათი დღეები იშვიათად მიმდინარეობს წინასწარ დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით. იმისათვის, რომ მათი ჩვეული აქტივობა შეარყიოთ, აიძულეთ ისინი გარკვეული დროის განმავლობაში ერთ ადგილზე იჟდენ. ძალიან მალე მოუთმენლობა გადაიქცევა ბრაზის ზღვად.

კირჩხიბი
კირჩხიბები ყველაზე ემოციური ზოდიაქოს ნიშნები არიან. ისინი მზად არიან საკუთარი ინტერესები შესწირონ იმისათვის, რომ კარგი მეგობრები იყვნენ. მათ თანადგომის და ისყვარულის შეგრძნება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ისტერიკაში ვარდებიან. მათი წყობიდან გამოსაყვანად საკმარისია აგრძნობინოთ, რომ ის მნიშვნელოვანი არ არის თქვენთვის და მიზანმიმართულად შეწყვიტოთ მასთან ემოციების გაცვლა.

ლომი
ლომი ბუნებრივად ქარიზმატული ლიდერია უამრავი ტალანტით. რთული ბრძოლის შემდეგ ნუ შეაქებთ მათ, ნუ შეაქებთ კარგად შესრულებული სამუშაოს შემდეგ, ნუ აღიარებთ მის მიღწევებს... სწორედ ამ დროს იგრძნობთ თუ როგორი პრჭყალები აქვთ ლომებს.

ქალწული
ორგანიზებულობა და ყველაფრის კონტროლის მოთხოვნილება- ქალწულების სუსტი წერილია. ჩაერიეთ მათ საქმეში და აურიეთ ყველაფერი ან სცადეთ თავს მოახვიოთ საკუთარი მოქმედების გეგმა და მაშინთვე შეიტყობთ როგორ გამოიყურება განრისხებული ქალწული.

სასწორი
სასწორებს დიბლომატიის თანდაყოლილი ნიჭი აქვთ, ისინი ყოველთვის ცდილობენ და ახერხებენ კომპფლიქტების მოგვარებას და სამართლიანობის აღდგენას. ისინი ყოველთვის ცდილობენ ასიამოვნოთ ყველას მათ გარშემო. მათი განრისხება ძალიან მარტივია, თუკი უკიდურესად უსამართლოდ მოიქცევით მათ მიმართ, ან მათი ახლობლების მიმართ.

მორიელი
ფრთხილად იყავით, რადგან მორიელის გაბრაზებამ შესაძლოა დიდი ხნით გაგიმწაროთ ცხოვრება. მას ბრაზი ახრჩობს მაშნ, როდესაც ამჩნევს, რომ ატყუებთ. მათ აპრიორ აქვთ ეჭვი თქვენს არაკეთილსინდისიერებაზე და ამ ეჭვების რაიმე ფორმით დადასტურების შეგრძნება მათი უდიდესი შიშა.

მშვილდოსანი
სულით თავისუფალი მშვილდოსნები თავგადასავლების მოყვარულები არიან, რომელთაც საკუთარი აზრის გამოხატვა არ ერიდებათ. თუკი მათი განრისხება გსურთ იყავით მომაბეზრებელი და სდიეთ მათ კვალში. ეს მათ ყველაზე მეტად აბრაზებთ.

თხის რქა
ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაყი ნიშანია.სცადეთ გააკრიტიკოთ ან არ დააფასოთ მათი დამსახურება და შეამჩნევთ თუ რა სწრაფად გაილევა მათი მოთმინება.

მერწყული
მერწყულები ძალიან ფეთქებადები არიან და მათ არ სიამოვნებთ როდესაც მის აზრს არ ითვალისწინებენ. სცადეთ და უთხარით, რომ ის არ არის სწორი და ისინი მაშინთვე აფეთქდებიან.

თევზები
თუკი თქვენ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლის წყობიდან გამოყვანა გსურთ, შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენ შესაძლოა არაფერი გამოგივიდეთ. კეთილი თევზების განაწყენება ან გაბრაზებართულია, თქვენ მოგიწევთ იყოთ ძალიან უხეში და სასტიკი ამ მიზნის მისაღწევად.