ალუმინის ფოლგა - საუკეთესო საშუალება აუტანელი ტკივილის სწრაფად მოსახსნელად!

ალუმინის ფოლგა - საუკეთესო საშუალება აუტანელი ტკივილის სწრაფად მოსახსნელად!
ჩინელი და რუსი ექიმბაშები აქტიურად გამოიყენებენ უბრალო ალუმინის ფოლგას სხვადასხვა დაავადებების განსაკურნებლად. ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერებმა საკუთარი ვარაუდი გამოთქვეს: ''მრავალწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ალუმინის ფოლგის შესაძლებლობები მხოლოდ სამზარეულოში კულინარიული შედევრების შექმნით არ შემოიფარგლება და მისი გამოყენება საკმურნალო დანიშნულებითაცაა შესაძლებელი''.

ალუმინის ფოლგა სუპერ ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა დაავადებების განსაკურნებლად, განსაკუთრებით კი ტკივილის გასაყუჩებლად. ეს საუკეთესო საშუალებაა კისრის, მუხლების, მხრებისა და ქუსლების არეში განცდილი ტკივილის მოსახსნელად, რომლისთვისაც გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები საერთოდ არ არის დამახასიათებელი.

როგორ მუშაობს ეს მეთოდი?

უბრალოდ დაიდეთ ფოლგის ნაჭერი პრობლემურ ადგილას და ხანმოკლე დროში თავად იგრძნობთ, თუ როგორ მცირდება აუტანელი ტკივილის განცდა.

დაჭერით ალუმინის ფოლგა შესაბამის ზომებად, დაიფინეთ პრობლემურ ადგილას და დააფიქსირეთ იგი დოლბანდის ან თაბაშირის გამოყენებით. გაიმეორეთ ეს პროცედურა 10-12 დღის განმავლობაში. ღამით ფოლგის მოხსნა არ არის აუცილებელი, უბრალოდ ყოველდღიურად შეცვალეთ ძველი ფოლგა ახალით.

ექსპრეს მეთოდი აუტანელი ტკივილის სწრაფად მოხსნისთვის

გამოიყენეთ ფოლგა იმისთვის, რომ შეიმციროთ ტკივილის განცდა კისრის, ზურგის, ხელებისა და სახსრების არეში. ალუმინის ფოლგა არაჩვეულებრივი საშუალებაა რადიკულიტის, რევმატოიდული ართრიტის, გაციების, დაგროვილი მარილების, ნაწიბურების და პოდაგრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

დაიდეთ 5-7 ფენად გადაკეცილი ალუმინის ფოლგა ფეხებზე (თითოეულ ფენას შორის უნდა მოათავსოთ ბამბის თხელი ფენა). გაიჩერეთ ეს კომპრესი 1 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ გააკეთეთ 2 საათიანი შესვენება და კვლავ გაიმეორეთ პროცედურა.