თუკი თქვენ დაგესიზმრათ ერთ-ერთი ამ 12 სიმბოლოდან - თქვენს ბედს ძაღლი არ დაყეფს!

თუკი თქვენ დაგესიზმრათ ერთ-ერთი ამ 12 სიმბოლოდან - თქვენს ბედს ძაღლი არ დაყეფს!
თქვენი სიზმრები ყველას ესიზმრება, უბრალოდ ყველას არ შეუძლია მათი დამახსოვრება და გაგება. ზოგიერთი კი საერთოდ ეჭვობს, არსებობენ კი ისინი საერთოდ?
იმისათვის, რომ თქვენ მნიშვნელოვანი სიზმრის ახსნა შეძლოთ, დღეს fpaparazzi-ს რედაქცია შემოგთავაზებთ ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ქალბატონებს ყველაზე ხშირად წინასწარმეტყველება ესიზმრებათ ქათა დღეების წინ. ქალთა დრეები კი არის ოთხშაბათი და პარასკევი.გახსოვდეთ ხუთშაბათს ღამით დასიზმრებული სიზმრები ხდება!

ეელოდეთ წინასწარმეტყველურ სიზმრებს ნებისმეირ საეკლესიო დღესასწაულზე. ასევე თუ თქვენ გაგეღვიძათ სასიამოვნო შეგრძნებით, რომ თქვენ სიზმრის გაგრძელება გსურთ, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს სიზმარი განსაკუთრებულია, ამიტომ ის სერიოზულად უნდა მიიღოთ.

სიზმარში ასევე შეიძლება მონაწილეობდეს დაფარული სიმბოლებიც, მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ რამოდენიმე მათგანი!

წინასწარმეტყველური სიზმრები

ყუთი

თუკი თქვენ ეს სიმბოლო დაგესიზმრათ, თქვენ საიდუმლოებები და იმედაცრუება გელით. თქვენ ქვეცნობიერის დონეზე გრძნობთ, რომ თქვენგან რაღაცას მალავენ. თუკი თქვენ გახსენით ეს ყუთი და ის ცარიელი აღმოჩნდა - სავარაუდოდ თქვენ მატერიალური სირთულეები გელით. სავსე ყუთი კი პირიქით.


ვარდნა

ასეთი ნიშანი სიზმარში განგაშის შეგრძნების და კონტროლის დაკარგვის მაუწყებელია.ვარდნა ისევე როგორც ნებისმიერი მოძრაობა ქვევით უსიამოვნებების მომასწავლებელია. სიზმარში საედანმე ჩამოვარდნა ნიშნავს შეუქცევად მდგომარეობის კარგვას.
თუკი ვარდნა მოულოდნელი აღმაფრენით სრულდება, ეს ნიშნავს კრახს საქმეებში, მაგრამ ამავდროულად იმასაც, რომ თქვენ შანსი გექნებათ გამოასწოროთ სიტუაცია ბოლო მომენტში.

კატები

სიზმარში ამ შინაური ცხოველების გამოჩენა ნიშნავს, რომ თქვენ პირველ რიგში შეგიძლიათ თქვენს ინტუიციას ენდოთ. ხალხური სიბრძნე ამბობს, რომ კატები ჩხუბის მომასწავლებელია, ხოლო კნუტები მცირე განშორებების.

კბილები

თუკი სიზმარში თქვენ კბილს კარგავთ სისხლით ან ძლიერი ტკივილით, ეს თქვენი ოჯახის წევრის სერიოზული დაავადების მომასწავლებელია. თუკი ბილის დაკარგვა რაიმე მტკივნეული შეგრძნების გარეშე სრულდება ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის რაიმე მოძველებული მეორე პლანზე გადაინაცვლებს.

ჭიანჭველა

ჭიანჭველები შრომისმოყვარეობის, თავშეკავებულობის სიმბოლოები არიან. მათი გამოცენა სიზმარში აფორიაქების მომასწავლებელია, რომელიც სრულად აღმოიფხვრება შრომის ფასად.


თმები

თუკი სიზმარში თმებს ივარცხნი, ეს საკუთარ პრობლემებთან გამკლავების მცდელობაა. რაც უფრო გრძელია თმები, მით უფრო რთულადაა თქვენი საქმე რეალურ ცხვორებაში.
ლამაზი ვარცხნილობა სიზმარში - სასიკეთო შემობრუნების მომასწავლებელია. მოკლე თმები კი გაფრთხილებაა წვრილმანების შესახებ. სიზმარში ვინმეს თმებზე ფერება - კარგი შემობრუნებაა სასიყვარულო ურთიერთობებში.


წყალი

წყალი ესიზმრება ადამიანებს, რომლებიც რისკზე წასასვლელად მზად არიან. მათ უყვართ დიდი მიზნების დასახვა და ნებისმიერ შანზსზე ჩაჭიდება. თუკი თქვენ წყალი გესიზმრებათ ესეიგი ქვეცნობიერი თქვენგან გადამწვეტ მოქმედებებს მოითხოვს.
თუკი წყალი წყნარი ზღვის ან ოკეანეს სახით გესიზმრებათ ნიშნავს, რომ სასიხარული ამბავს გაიგებთ.

პრენა

ზოგიერთს ესიზმრება, რომ მათ საოცარი ძალა დაეუფლა და თამამად დაფრინავენ. ასეთი სიზმრები გვესიზმრება მაშინ, როდესაც ძალიან გვინდა მოგზაურობა.
თუკი საქმე ბავშვებს ეხება ამბობენ: თუ ბავშვი სიზმარში დაფრინასვს ეს იმას ნიშნავს, რომ იზრდებაო. უფროსების შემთხვევაში კი სიზმარში ფრენა რაიმესადმი ზედაპირული ურთიერთობის ნიშანია.
გზა

ფართო სწორი გზა ერთგულების მომასწავლებელია, თუმცა შესაძლოა ეს მარტივი არ იყოს.თუკი თქვენ სიზმარში გზის გაყვანას ცდილობთ, რეალურ ცხოვრებაში თქვენი მყარი ხასიათით და დაუზარელი შრომით დიდი სიმაღლეების დაპყრობას შეძლებთ.
ვიწრო გზა სიზმარში სტაბილურ ცხოვრებამდე და წარმატებამდე რთული გზის მომასწავლებელია.


ჭაობი

თუკი სიზმარში ნახეთ, რომ ჭაობიდან გამოსვლა გიწევთ, ეს ნიშნავს რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენ რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება მოგიწევთ, თუმცა გააზრებული მოქმედებებით თქვენ ყველა გაჭირვებას გაუმჯლავდებით

მწვანე ფერი

მწვანე ფერი სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ თქვენი მდგომარეობით კმაყოფილი ხართ. თქვენ გიყვართ თქვენს გვერდით მყოფი ადამიანები და ისინიც თქვენსადმი პოზიტიურ გრძნობებს განიცდიან. გააგრძლეთ იგივე ტემპში და თქვენ ყველაფერი გამოგივათ.

სიშიშვლე

ეს სიზმარი საკმაოდ გავრცელებულია. ის სიმბოლიზირებს სხვებისმიერ განსჯის შიშს. შესაძლოა თქვენ დამცირების გამო სტრესშიც იყავით. ამ შემთხვევაში ქვეცნობიერი გეუბნებათ, მიიღეთ თავი ისეთი როგორიც ხართ.