10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მოგეპობებოდეთ სახლში ჩაის ხის ზეთი. უნიკალური საშუალებაა!

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მოგეპობებოდეთ  სახლში ჩაის ხის ზეთი. უნიკალური საშუალებაა!
ჩაის ხის ზეთი ერთ-ერთი უძლიერესი ანტისეპტიკური საშუალებაა, რადგან ის ფლობს ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს.

სწორედ ამიტომ, ამ საშუალებას ხშირად გამოიყენებენ სხვადასხვა ინფექციების პროფილაქტიკისთვის, მცირე ზომის ჭრილობების მოშუშებისთვის და დამწვრობისთვის.

ჩაის ხის ზეთის გამოყენების დროს აუცილებლად უნდა დააკვირდეთ მის კონცენტრაციას. მაგალითად, ეთერზეთის 5%_იანი ხსნარი არაჩვეულებრივია აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველად, ხოლო 10%_იანი ხსნარი გამოიყენება ფეხების ჭარბი ოფლიანობის დასამარცხებლად.

გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობამდე აუცილებლად უნდა დაიტანოთ მცირე რაოდენობით ჩაის ხის ზეთი კანის პატარა მონაკვეთზე, რათა შეამოწმოთ ორგანიზმის რეაქცია ამ პროდუქტზე.

თუ თქვენ იგრძნობთ წვას ან შეამჩნევთ შეწითლებას, აუცილებელია ხსნარის განზავება ან საერთოდ უარის თქმა მასზე.



ჩაის ხის ზეთის გამოყენება

1. აკნეს განკურნება
გამოიყენეთ 5%_იანი ეთერზეთი. შეურიეთ ერთმანეთში ჩაის ხის ზეთი და წყალი თანაფარდობით 5:95. მიღებული ხსნარი შეიზილეთ სახის კანზე ყოველ დილას და საღამოს.

2. ანტისეპტიკური საშუალება
ჩაის ხის ზეთი ეფექტური საშუალებაა მცირე ზომის ჭრილობების შესახორცებლად, ანთებითი პროცესებისა და ჰერპესის დასამარცხებლად. მსგავსი მკურნალობისთვის თქვენ არ მოგიწევთ სპეციალური ხსნარის დამზადება. უბრალოდ შეიზილეთ რამდენიმე წვეთი ზეთი პრობლემურ ადგილებში. ამ პროცედურისთვის რეკომედირებულია 5%_იანი ჩაის ხის ზეთის გამოყენება.

3. სოკოს მკურნალობა
დაიტანეთ 2-3 წვეთი ჩაის ხის ზეთი სოკოთი დაზარალებულ ფრჩხილებზე. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეში 1-ხელ.

4. ჯანსაღი თმები
ჩაის ხის ზეთს არაჩვეულებრივი გავლენა აქვს თმის ფოლიკულების მდგომარეობაზე. შამპუნი ეთერზეთის 5%_იანი შემცველობით დაგეხმარებათ ქერტლისა და ტილების მოშორებაში.

5. რელაქსაციისთვის
ამ ზეთს ასევე არაჩვეულებრივი გავლენა აქვს ადამიანის ფსიქიკაზე. აბაზანა, რომელშიც 8-10 წვეთი ჩაის ხის ზეთია ჩაწვეთებული, მოგიხსნით დაძაბულობასა და შფოთვის განცდას.

6. ანგინის დროს
აადუღეთ 1 ლ წყალი დიდი ქვაბით. ჩაამატეთ მასში 2-3 წვეთი ჩაის ხის ზეთი, შეუშვირეთ თავი ორთქლს და წამოიფარეთ პირსახოცი. ისუნთქეთ ღრმად 5-10 წუთის განმავლობაში. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ ყელში მიმდინარე ანთებითი პროცესი საგრძნობლად შემცირდება. ცნობისთვის, ეს მეთოდი სურდოს დასამარცხებლადაც გამოდგება!

7. ინტიმური ჰიგიენა
გამოიყენეთ 10%_იანი ეთერზეთი. აიქაფეთ საპონი სხეულის ინტიმურ ადგილებში და დაიტანეთ ქაფზე 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი.

შაშვი ქალებში - მიკროსკოპული სოკოთი გამოწვეული აუტანელი ინფექცია, რომელიც უამრავ ქალბატონს აწუხებს. ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად, მოამზადეთ სპეციალური ხსნარი: გახსენით 200 გრამ თბილ წყალში 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი და 1/2 ჩ.კ სოდა. მიღებული საშუალება გამოიყენეთ 1 კვირის განმავლობაში, დღეში 2-ჯერ.

8. მწერების ნაკბენის დროს
ჭრილობის დეზინფექციისთვის, ტკივილის შემსუბუქებისთვის და ქავილის აუტანელი განცდის ჩახშობისთვის, დაიტანეთ 5%_იანი ჩაის ხის ზეთი სხეულის დაზიანებულ ნაწილზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ და უკვე პირველი დღის მიწურულს თქვენ საოცარ შვებას იგრძნობთ!

9. ლიქენის განკურნება
გამოიყენეთ ჩაის ხის ზეთი 5%_იანი კონცენტრაციით. დაიტანეთ 3-4 წვეთი ზეთი სხეულის დაზიანებულ ნაწილზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 2-3-ჯერ.

10. გამწმენდი საშუალება
სპრეი-ბოთლში შეურიეთ 120 მლ ძმარი, 700გ წყალი და 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი. ამ ხსნარით თქვენ შეძლებთ სააბაზანოში ობის წინააღმდეგ ბრძოლას, ფანჯრების, სარკეების გაწმენდას და ა.შ.

გარდა ინფექციური პროცესების ჩახშობისა, ჩაის ხის ზეთი სტიმულირებს ჩვენს იმუნურ სისტემას და ჰმატებს ორგანიზმს ბრძოლისუნარიანობას.

არ დაგავიწყდეთ ამ სასარგებლო ინფრომაციის მეგობრებისთვის გაზიარება!