ეს საუკეთესო ნიღაბია სახის კანისთვის! შეურიეთ ლიმონი და სოდა...

ეს საუკეთესო ნიღაბია სახის კანისთვის! შეურიეთ ლიმონი და სოდა...
თუ თქვენ ჩვენი საიტის მუდმივი მკითხველი ბრძანდებით აუცილებლად გეცოდინებათ სოდის მრავალი დადებითი თვისების შესახებაც. ის ძალიან ეფექტურია სახლის მეურნეობაში, დალაგებისას, კერძების მომზადებისას და ტანის მოვლისას. ეს პროდუქტი ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა სახის კანის ნიღაბის დასამზადებლადაც.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სოდას შეუძლია კვლავ დაგვეხმაროს ჩვენ! ახლა თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ თვალებს ქვევით მდებარე შავ წრეებს, რომელიც გამოუძინებლობის, დაღლილობისა და სტრესის გამო ჩნდება. ეს ნიღაბი ასევე მოგაშორებთ ფერიმჭამელებსა და აკნეს.

fpaparazzi წარმოგიდგენთ ძალიან ეფექტური სახის ნიღავს.
ინგრედიენტები:
  • 2 ს/კ სოდა
  • 2 წვეთი ჩაის ხის ზეთი
  • გამოწურული ნახევარი ლიმონი



მომზადების წესი:
ამ ნიღაბის მომზადება ზედმიწევნით მარტივია, თქვენ უბრალოდ უნდა აურიოთ ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გამოყენების წესი:
დაიტანეთ ნიღაბი სახეზე და გაიჩერეთ 3 წუთით, ერთი კვირის შემდეგ გაიმეორეთ იგივე პროცედურა და ნიღაბი 10 წუთით გაიჩერეთ. ამ დროის ამოწურვის შემდეგ ნიღაბი უნდა ჩამოიბანოთ წყლით.
მათ ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს შეუძლია ნიღაბს მცირეოდენი წყალიც დაუმატოს.



რატომ მუშაობს ეს ნიღაბი?
  1. სოდა შესანიშნავი ამქერცლავი თვისების წყალობით ის კანიდან მკვდარ უჯრედებს აშორებს, ის ასევე ჩამორეცხავს მთელს ჭუჭყს რომელიც სახეზეა დაგროვებული.
  2. ჩაის ხის ზეთი ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ფერიმჭამელებისა და აკნეს სამკურნალოდ
  3. ლიმონის წვენი აფერხებს მზის სხივებით გამოწვეულ აკნესა და პიგმენტური ლაქების წამოქმნას


ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ თქვენ შედეგით აუცილებლად აღფრთოვანდებით, არ დაივიწყოთ გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებსაც.