დაფნის ზეთის მომზადება სახლის პირობებში. ეს უნიკალური სამკურნალო საშუალებაა!

დაფნის ზეთის მომზადება სახლის პირობებში. ეს უნიკალური სამკურნალო საშუალებაა!
დაფნის ფოთოლი ყველასთვის კარგად ცნობილი სანელებელია და სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ გარდა უგემრიელესი საჭმლის მომზადებისა, ეს მარადმწვანე მცენარე სხვადასხვა სამკრუნალო მიზნებისთვის გამოიყენება.

ამ ფოთლებით თქვენ შეძლებთ დაფნის ზეთის მომზადებას, რომლისთვისაც სამკურნალო თვისებებია დამახასიათებელი: ეს პროდუქტი აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას სხეულის სხვადასხვა ნაწილებისთვის, რის გამოც გამოიყენება კანისა და თმის მოსავლელად, ასევე გვეხმარება ღვიძლის, თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობის გაუმჯობესებაში.

დაფნის ზეთის მომზადება სახლის პირობებში. ეს უნიკალური სამკურნალო საშუალებაა!

დაფნის ზეთი

ეს ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა პროფილაქტიკური მიზნებისთვის. თავისი უნიკალური თვისებების წყალობით, დაფნის ზეთი გვიმაღლებს იმუნიტეტს და გვანიჭებს ბრძოლისუნარიანობას სხვადასხვა დაავადებებისა და ინფექციების წინააღმდეგ.

დაფნის ზეთით თქვენ შეძლებთ ლოსიონის მომზადებას, რომელიც დაგეხმარებათ სახის კანთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში. ეს ლოსიონი ძალზედ ეფექტურია აკნესა და გამონაყრის წინააღმდეგ საბრძოლველად. ლოსიონის გამოყენებამდე აუცილებლად შეიმოწმეთ თავი ამ პროდუქტის მიმართ ალერგიულობაზე.

დაფნის ზეთის სამკურნალო თვისებები:

1. ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

2. ამაღლებს და სტიმულირებს ოფლდენის პროცესს.

3. ამყარებს იმუნურ სისტემას.

4. გვინვითარებს გონებრივ შესაძლებლობებს.

5. გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ.

ინგრედიენტები:
  • 30 გ დაფნის ფოთლები;
  • 250 მლ ზეითუნის ზეთი;

მომზადება:

1. აიღეთ საშუალო ზომის ჭურჭელი რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური. დანახეთ დაფნის ფოთლები, მოათავსეთ ჭურჭელში და დაასხით ზეითუნის ზეთი.

2. მოათავსეთ ქილა ბნელ და ცივ ადგილას 14 დღის განმავლობაში. რეგულარულად შეანჯღრიეთ იგი.

3. 2 კვირის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ ნაყენი მარლის გამოყენებით და გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში. მიღებული არომატული სითხე შეინახეთ ცივ ადგილას.

გამოყენება:

1. დაწესებულების არომატიზაცია - 4-5 წვეთი.

2. აბაზანის არომატიზაცია - 3-4 წვეთი ერთ ს.კ მარილზე.

3. ინგალაცია - 1-3 წვეთი 500 მლ წყალზე.

4. დანამატი კოსმეტიკური საშუალებებისთვის (კრემები, ლოსიონები, მალამოები) - 2 წვეთი 1 ჩ.კ კოსმეტიკურ საშუალებაზე.

5. მასაჟი - 4-6 წვეთი 20 მლ საბაზისო ზეთზე.

6. პირის ღრუს დეზინფექცია - 1 წვეთი 200 მლ თბილ წყალზე.

აუცილებლად დაიცავით დოზირების ეს წესები! გადაჭარბებული რაოდენობით დაფნის ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, შეწითლება და ქავილი.