ჯადოსნური პროცედურა ახალშობილივით ნაზი კანის მისაღებად!

ჯადოსნური პროცედურა ახალშობილივით ნაზი კანის მისაღებად!
რაშია ამ ნიღბის საიდუმლო?

წყალი სიცოცხლის სათავეა და ეს თქვენი კანის სილამაზესაც ეხება. სწორედ წყალი ხდის კანს მკვრივსა და ელასტიურს. წყლის უკმარისობას კი ნაადრევი სიბერის გამოწვევა შეუძლია. ამ დროს კანი კარგავს ჯანმრთელ იერს, ჩნდება სიმშრალე და ნაოჭები. fpaparazzi წარმოგიდგენთ კანისთვის სასიცოცხლო ტენიანობის მინიჭების უმარტივეს ხერხს, რომელიც მას სიმკვრივეს, ახალგაზრდობასა და სილამაზეს დაუბრუნებს.

გსურთ გქონდეთ ახალშობილივით კანი? მაშინ დავიწყოთ.

თავდაპირველად საჭიროა ორგანიზმის გავამდიდროთ სასარგებლო წყლით. გაყინეთ წყალი ფორმებში იმისთვის, რომ მცირე კუბიკები მიიღოთ.

ნიღბისათვის თქვენ ყინულის გარდა დაგჭირდებათ: 2 ბამბის დისკი, პირსახოცი , ხელსახოცი სახის დასაფარად, ასევე 10 წუთით თავისუფალი დრო და მომადუნებელი მუსიკა.



შემდეგ კი მიჰყევით ინსტრუქციას:
  1. მოამზადეთ ყინულის კუბიკები.
  2. აიღეთ ყინულის 2 კუბიკი და მოათავსეთ მცირე ზომის თასში. მოითმინეთ, სანამ ის ოდნავ არ გალღვება.
  3. გაიწმინდეთ კუბებით სახე და კისერი იქამდე, სანამ ის სრულად არ გადნება.
  4. შეიმშრალეთ სახე პირსახოცით.
  5. დაასველეთ ბამბის დისკი წყალში, რომელიც თასზე დარჩა. წაისვით წყალი სახეზე, კისერზე და ხელებზე.
  6. თითების ბალიშების დახმარებით კარგად შეიზილეთ ეს წყალი სახეზე.
  7. დაასველეთ მეორე დისკი წყალში და კარგად დაისველეთ სახე, კისერი და ხელები.
  8. დაიფარეთ სახეზე ნაჭერი (ხელსახოცი).
  9. იწექით 5-10 წუთით და იფიქრეთ რაიმე სასიამოვნოზე. შეგიძლიათ ჩართოთ საისიამოვნო მუსიკა.




რა სარგებელი მოაქვს ცივი წყლის ნიღაბს?
  • კანის უჯრედებს ანიჭებს იდეალურ სტრუქტურას. თქვენ შეამჩნევთ, რომ კანი უბრალოდ ატლასის გახდა.
  • ქმნის დამცავ ფენას სახეზე, ნორმალიზირებს საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირებას.
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
  • იცავს სახის კონტურებს.
  • ანახლებს კანის ზედა ფენას - თქვენ შესაძლოა მსუბუქი წვა, ჩხვლეტა ან სიცივე იგრძნოთ.
  • აძლიერებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას - თქვენ ამას რამოდენიმე დღეში შეამჩნევთ (კანი უფრო მკვრივი გახდება), შემცირდება ნაოჭებიც.


ამ ნიღბისთვის საჭიროა მხოლოდ წყალი და თქვენი ხელები, ხოლო ამ მეთოდის ეფექტურობა ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურების არაფრით ჩამოუვარდება!