ახალი ემოციები ფეისბუქზე !

ახალი ემოციები ფეისბუქზე !
ფეისბუქმა 24 თებერვალს ვებ-გვერდს ახალი ფუნქცია შემატა. ახალი ფუნქციის მიხედვით ახლა უკვე მომხმარებლებს შეეძლებათ არა მხოლოდ პოსტის მოწონება, არამედ სხვადასხვა ემოციის გამოხატვაც.

ბევრი მომხმარებლისთვის ახალი ფუნქცია კატეგორიულად მიუღებელია და ამის გაუქმებისთვის პეტიციის შექმნასაც კი აპირებენ. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სიახლე მომხმარებელთა უმრავლესობას მოსწონთ.

თავდაპირველად იდეა იმის შესახებ, რომ ფეისბუქს ახალი ემოციები დამატებოდა ონლაინ პეტიციის სახით გაიგზავნა. პეტიციას მილიონობით ხელმომწერი ყავდა, მათ შორის არაერთი ქართველიც იყო.