ბუნებრივი დეზოდორანტი და 6 სილამაზის რეცეპტი

ბუნებრივი დეზოდორანტი და 6 სილამაზის რეცეპტი
ლიმონს როგორც ჩვენი წინა სტატიებიდან იცით არა მხოლოდ კულინარიაში გამოიყენებენ არამედ სამკურნალოდაც და კოსმეტიკური მიზნებისთვისაც. ეს ციტრუსი ფლობს სადეზინფექციო, გამაჯანსაღებელ, გამაძლიერებელ თვისებებს, რომელსაც წარმატებით იყენებენ თმების, კანის და ფრჩხილების მოსავლელად.
გთავაზობთ ლიმონის გამოყენების 7 მეთოდს სილამაზისა და ჯანმრთელობისათვის. გულახდილად ვაღიარებ რომ ზოგიერთის შესახებ აქამდე არც კი გამიგია!

1. იდეალური საშუალება საკის კანისათვის
ლიმონის წვენი კარგ ზეგავლენას ახდენს სახის კანზე, ანიჭებს მას სიმკვრივესა და ბრწინვალებას. დაიტანეთ ბამბით ლიმონის წვენი სახეზე. შეასრულეთ ეს პროცედურა ძილის წინ. შემდეგ დღეს კი აუცილებლად წაივით მზისგან დამცავი საშუალება.

2. სკრაბი ტუჩებისათვის
ტუჩები შესაძლოა მრავალი მიზეზის გამო გექერცლებდეთ ან გისკდებოდეთ. ვიტამინების ნაკლებობა, სიცივე, კანის სიმშრალე.ლიმონი წარმოადგენს შესანიშნავ საშუალებას მზგავსი პრობლემების მოსაგვარებლად. თუკი ტუჩებზე ძილის წინ ლიმონის წვენს წაისმევთ, რამოდენიმე დღის შემდეგ თქვენ შეამჩნევთ, რომ ტუჩები უფრო ტენიანი გახდენ და არარ იქერცლებიან.


3. თმების ბრწინვალებისთვის
თუკი თქვენ გსურთ თმები 1-2 ტონით უფრო ნათელი გახდეს, მაშინ დაიტანეთ ლიმონის წვენი თმაზე და გადით მზეზე სასეირნოდ! თქვენი თმა ახლებურ ფერს შეიძენს, თმები უფრო ცოცხალი და მბრწინავი გახდება. შედეგის გასაუმჯობესებლად გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.


4. ბრძოლა შავ წერტილებთან!
ლიმონის წვენს გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები და შესანიშნავად უთავსდება ცხიმიან კანს. მას შეუძლია ტოქსინების გამოდევნა და შეაღწიოს ეპიდერმისის ყველაზე ღრმა ფენებში. საღამოს დაიტანეთ ლიმონის წვენი გაწმენდილ კანზე, 10 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ ის.
ყურადღება: ეს პროცედურა აკრძალულია, თუკი თქვენ მზის სხივების ქვეშ მოხვედრის საშიშროება გაქვთ. (მეორე დღეს)


5. უთხარით "არა" პიგმენტურ ლაქებს.
აკნე, მზის სხივების ზემოქმედება, დიეტა და სხვა ფაქტორები რომელთაც პიგმენტური ლაქების გამოწვევა შეუძლიათ. თუკი კვირაში 1-2 ჯერ ლიმონის წვენს წაისვამთ დაზიანებულ არეზე 15 წუთით, მაშინ არასასურველი ლაქები რამოდენიმე ტონით გამკრთალდება. ეს პროცედურა მკაცრად ძილის წინ უნდა ჩატარდეს და მოარიდეთ კანი ულტრაიისფერ სხივებს (მზის სხივებს)

6. ფრჩხილების გაძლიერება და გათეთრება
ლაკი, ქიმიკატები, რომელსაც სახლის მოვლის საშუალებები შეიცავს ან სხვა ფაქტორები შესაძლოა აისახოს ფრჩხილების დასუსტებაზე ან გამუქებაზე. ლიმონი შესანიშნავად ებრძვის ამ პრობლემას. შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 2 სუფრის კოვს ზეითუნის ზეთს და დაიტანეთ ეს ნაზავი ფრჩხილებზე.
შედეგის ლოდინი დიდი ხანი არ მოგიწევთ!

7. ბუნებრივი დეზოდორანტი
ლიმონში შემავალი მჟავა კლავს ბაქტერიებს, ამასთანავე აქრობს უსიამოვნო სუნს. გარდა ამისა, ლიმონი შესანიშნავად ათეთრებს იღლიების კანს. შეურიეთ ლიმონის წვენი, თაფლი და შვრია. დაიტანეთ მიღებული მასა იღლიებზე. ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასეთი ნიღბის რეგულარული გამოყენება იღლიების კანს ერთფეროვან შეფერილობას მიცემს.