რომელი ისტორიული პერსონაჟები იმალებიან ბანქოს გამოსახულებების მიღმა - ეს საინტერესოა!

რომელი ისტორიული პერსონაჟები იმალებიან ბანქოს გამოსახულებების მიღმა - ეს საინტერესოა!
შეამოწმეთ, თუ კარტის რომელი დასტა გაქვთ სახლში. სავსებით შესაძლებელია, რომ მოგეპოვებოდეთ ზუსტად ის დასტა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე პოპულარული და გავრცელებული იყო.
ერთი შეხედვით ამ დასტაში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა ის საინტერესო ისტორიის მატარებელია. ყურადღება მიაქციეთ ბანქოზე დახატული გმირების ჩაცმულობას: მეფეებისა და დედოფლების პროტოტიპებად გამოყენებული არა პროლეტარები და კოლმეურნეები, არამედ 1903 წელს რომანოვების სასახლეში გამართული უკანასგნელი კოსტუმირებული ბალის მონაწილეები არიან.



გულის დედოფალი - ქსენია ალექსანდროვნა.

1903 წლის თებერვლის თვეში შედგა კოსტუმირებული ბალი, რომლის მონაწილეებიც ვალდებულები იყვნენ გამოწყობილიყვნენ მე-18 საუკუნის ეპოქის კოსტიუმებში. მდიდრული დღესასწაული, რომელიც გაიმართა სანკტ-პეტერბურგში, ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ცნობილი და გრანდიოზული წვეულება ნიკოლაი II_ის მმართვალობის დროს.

სწორედ ამ დიდებულ ღირსშესანიშნაობაზე გადაღებული სახელოვანი მონაწილეების ფოტოების საფუძველზე შეიქმნა სათამაშო კარტების გამუსახულება.



კოსტუმირებული ბალის 390_ივე მონაწილის კოსტიუმების ესკიზი ეკუთვნოდა მხატვარ სერგეი სოლომკოს.



ვალეტ აგურისა და ჯვრის დედოფლის პროტოტიპები



გულის დედოფლისა და ვალეტ ჯვრის პროტოტიპები.

კარტების გამოსახულება შეიქმნა ''კოსტუმირებული ბალის ალბომში'' არსებული სურათების მიხედვით. მეფეების, ვალეტებისა და დედოფლების კოსტიუმები სათამაშო კარტში ზუსტად იმეორებს ბალ-მასკარადის მონაწილეების კოსტიუმებს. ტუზებზე გამოსახულია ფარები, უძველესი რუსული იარაღი და აღჭურვილობა.



1911 წელს გერმანული ქარხნის, ''დონდორფის'' ოსტატებმა შეიმუშავეს კარტის ესკიზები და 1913 წელს დაბეჭდეს პეტერბურგში, ალექსანდროვის ქარხანაში. ''რუსული სტილის'' სათამაშო კარტის გამოსვლა მიეძღვნა რომანოვების სასახლის 300 წლისთავს.

რევოლუციის შემდეგ ქარხანა დაიხურა, ხოლო 1923 წელს კვლავ განაახლა მუშაობა და განაგრძო რევოლუციამდელი ესკიზებით კარტების გამოცემა. მოგვიანებით საბჭოთა კავშირის მხატვარმა-ილუსტრატორმა ივანოვმა გადახატა ''რუსული სტილის'' კარტები ორიგინალი დასტიდან.



ტუზი ორიგინალი დასტიდან და იური ივანოვის მიერ შესრულებული ნახატი.



უკანასკნელი კოსტუმირებული ბალის მონაწილეები.

გასაოცარია, თუმცა კარტის სწორედ ეს დასტა სარგებლობდა ყველაზე დიდი პოპულარობით რუსეთში. იმ დროისათვის კარტს ადამიანები ხშირად პროპაგანდის მიზნით გამოიყენებდნენ და მასზე ბეჭავდნენ ანტირელიგიურ, ანტიაშისტურ გამოსახულებებს და ა.შ.