აი რატომ უნდა შეამოწმოთ პატარას თითები ყოველთვის, როდესაც ის ტირის

აი რატომ უნდა შეამოწმოთ პატარას თითები ყოველთვის, როდესაც ის ტირის
ორი შვილის მამამ, სკოტ უოკერმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელში საკუთარი შვილის ფოტოს გაზიარებით, მსოფლიოს ყველა მშობელს დიდი სიფრთხილისკენ მოუწოდა. ამ ფოტომ დიდი შიში და პანიკა დასთესა ინტერნეტის მომხმარებლებს შორის.

რამდენიმე თვის წინ ამ ქვეყანას პატარა მოლი მოევლინა. ერთ მშვენიერ დღეს მშობლებმა შეამჩნიეს, რომ გოგონას რაღაც მოსვენების საშუალებას არ აძლევდა, რის გამოც ძალზედ უცნაურად იქცეოდა, თუმცა მის გარშემო უჩვეულო არაფერი ხდებოდა.

აი რატომ უნდა შეამოწმოთ პატარას თითები ყოველთვის, როდესაც ის ტირის

დედამ პატარას წინდები იმ იმედით გახადა, რომ ის დაწყნარდებოდა, თუმცა სწორედ ამ დროს ძალზედ უნცაური რამ აღმოაჩინა: მისი თითები მთლიანად გაწითლებული და გასიებული იყო.



როგორც აღმოჩნდა, ყველაფერში დამნაშავე თმა იყო, რომელიც პატარას მთლიანი თითის გარშემო ჩახვეულიყო.

თმის ჩაბრუნების შედეგად ფერხდება სისხლის მიმოქცევის პროცესი და ამ პრობლემამ თითის ამპუტაციამდე შეიძლება მიგვიყვანოს. რომ არა პინცეტი და გამადიდებელი შუშა, პატარასთვის ეს სიტუაცია შეიძლება ძალიან ცუდად დასრულებულიყო.

''ეს ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის, თუმცა როგორც გავარკვიე ამ ფაქტს საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი პატარებში, რის გამოც მე ამ ფოტოს აქ, სოციალურ ქსელში ვაზიარებ და თითოეულ მშობელს დიდი სიფრთხილისკენ მოგიხმობთ'' - წერს სკოტ უოკერი.