ტესტი: გაიგეთ თქვენი ხასიათის საიდუმლო ფეხის თითების მიხედვით!

ტესტი: გაიგეთ თქვენი ხასიათის საიდუმლო ფეხის თითების მიხედვით!
ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან და ყველა ჩვენგანი განუმეორებელი პიროვნებაა! არასწორია ადამიანის გარეგნული მონაცემების მიხედვით შეფასება. თუმცა, ხასიათსა და გარეგნობას შორის გარკვეული კავშირი მაინც არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ ვისუბრებდით «ჭკვიან შუბლზე» ან «ძლიერ ნიკაპზე».

fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ექსპრეს-ტესტს, რომელიც ეხება ადამიანის ხასიათსა და ფეხის თითებს შორის კავშირს. მართალია ადამიანის სრულ დახასიათებას ეს არ იძლევა, მაგრამ გარკვეულ თვისებებს ნამდვილად ავლენს.

რომაული ფორმის ტერფი
ტესტი: გაიგეთ თქვენი ხასიათის საიდუმლო ფეხის თითების მიხედვით!
ასეთი ფეხის ტერფის მქონე ადამიანის ხასიათის რაიმე თავისებურების გამოყოფა რთულია. როგორც წესი, მსგავსი ტერფის მქონე ადამიანები გამოირჩევიან კომუნიკაბელურობით და მეგობრულობით. მათ ორატორული და ვაჭრობის ნიჭი აქვთ.

კვადრატული ფორმის ტერფი

ტერფის ასეთი ფორმისას თითების სიგრძე თითქმის თანაბარია. ადამიანები, ვისაც ასეთი ტერფი აქვთ, გამოირჩევიან სამართლიანობით და საქმისადმი ჭკვიანური, ობიექტური მიდგომით. ცხოვრებაში ისინი პირველ რიგში პრაქტიკულობას აფასებენ.


ბერძნული ფორმის ტერფი

თუ ტერფის მეორე თითი დანარჩენებზე გრძელია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ბერძნული ფორმის ტერფი აქვს. როგორც წესი, ეს მიუთითებს შემოქმედებით ხასიათზე. ასეთი ტერფის ფორმის მქონე ადამიანებს უხვი ფანტაზია და არასტანდარტული აზროვნება აქვთ.


«გრძელი» ტერფი

ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი ფეხის თითები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით პატარავდება, ტოვებს გრძელი ტერფის შთაბეჭდილებას. ასეთი ადამიანები უფრო ჩაკეტილები არიან და საკუთარ თავთან განმარტოვება უყვართ. თუმცა მათ იმპულსურობა და ხასიათის მკვეთრი ცვლილებაც ახასიათებთ.

გვერდით გადახრილი მესამე თითი

ტერფის ეს ფორმა მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი თავისუფლების მოყვარეა. მისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია სხვისი აზრის თავს მოხვევა. ასეთი ფეხის ტიპის მქონე ადამიანები ფლობენ წარმოუდგენლად დიდ ქარიზმას და ყალთაბანდებად ითვლებიან.

მეორე და მესამე თითებს შორის შესამჩნევი მანძილი

ამ ფორომის მქონე ტერფის ადამიანები გამოირჩევიან საქმიანი მიდგომით ნებისმიერი საკითხისადმი. მათ სამუშაო დროის მკვეთრი გამიჯვნა შეუძლიათ პირადი დროისგან.


წვრილი ფუძის მქონე დიდი თითი

დიდი თითის წვრილი ფუძე ექსპრესიულობის ნიშანია. ასეთ ადამიანებს უჭირთ ემოციების მოთოკვა. ისინი გარშემომყოფებს დაუფარავად უზიარებენ პირად პრობლემებს და სიხარულს.

პატარა თითის განცალკევების შეუძლებლობა

თუ ადამიანს უჭირს ხელის დახმარების გარეშე ტერფის პატარა თითის განცალკევება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის არის ერთგული და სანდო. მისი ცხოვრება ყოველთვის გარკვევით დაგეგმილი და ორგანიზებულია. ის ყოველთვის ასრულებს მიცემულ სიტყვას.

განცალკევებული პატარა თითი

თუ ტერფის პატარა თითი შესამჩნევად განცალკევებულია, ასეთ ადამიანს უყვარს თავგადასავლები. ადამიანები, რომლებსაც ასეთი ტერფი აქვთ, ვერ იტანენ ყოველდღიურ რუტინას, აფასებენ რისკს და უყვართ ცხოვრებაში მძაფრი შეგრძნებების მიღება.

გასაოცარია, რამდენი საინტერესო რამის მოყოლა შეუძლია სხეულს ადამიანის მორალურ თვისებებზე!
სტატიის წყარო:b2p.ge