როგორ შეიძლება დაყოთ ერთი ოთახი ორ ზონად?

როგორ შეიძლება დაყოთ ერთი ოთახი ორ ზონად?

8.ლაკონური დიზაინი



პატარა ოთახის არაჩვეულებრივი ინტერიერი, რომელიც ითავსებს ერთმანეთში როგორც საძინებლის ფუნქციას, ასევე მისაღები ოთახის ფუნქციასაც. ისინი ერთმანეთისგან გამოყოფილია ღია ფერის ფარდით. თეთრი ფერის კედლები და იატაკი ამ ოთახს უფრო ნეთელსა და დიდს, ხოლო დეკორაციის ელემენტები კი ამ სივრცეს უფრო ხალისიანსა და დინამიურს ხდის.

9. თანამედროვე კლასიკური სტილი



სტანდარტული ოთახი, რომელსაც ორ ფუნქციონალურ ზონად ყოფს სტელაჟი. მისაღებ ოთახში დგას შავი დივანი და ტელევიზორი. საძინებელში კი, რომელიც სტელაჟის მარცხენა ნაწილშია, თანამედროვე და კომფორტული საწოლი დგას.

10. ინტერიერი ჟურნალის გარეკანიდან



უნიკალური მისაღები ოთახი არაჩვეულებრივი ავეჯითა და საძინებელი ოთახისთვის გამოყოფილი სივრცით. ეს ორი ფუნქციონალურად განსხვავებული ოთახი ერთმანეთისგან გამოყოფილია გიბსოკარდონის პატარა კედლით.

11.ლოფტი



ოთახის თანამედროვე ინტერიერი ლოფტის სტილზე. ნაცრისფერი დივანი, პატარა მაგიდა და არც თუ ისე დიდი ზომის საწოლი, სამუშაო მაგიდა- ეს ის ავეჯია, რომელიც ამ პატარა და მყუდრო ოთახს ამშვენებს.

12.ვერტიკალურად



მოცუცქნული ოთახი დივნით, მრგვალი მაგიდითა და საწოლით, რომელიც ჭერის ქვეშ არის. ეს არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მაქსიმალურად გამოვიყენოთ ერთ-ოთახიან ბინაში კვადრატული მეტრები.

13. ინტერიერი მამაკაცებისთვის



თანამედროვე ინტერიერი მამაკაცების ოთახისთვის. ლურჯი ფერის კედლები, დიდი კომფორტული საწოლი, ნაცრისფერი დივანი, ხის მაგიდა და დეკორაცეიბი- სულ ეს არის, რაც ამ ოთახს ორ სხვადასხვა ფუნქციას შესძენს. მამაკაცებისთვის მსგავსი ოთახი ალბათ საუკეთესო ვრიანტია.

14.თეთრზე თეთრი



ოთახი ქათქათა კედლებით,რომელიც იტევს საძინებელსაც და სასტუმრო ოთახსაც. აქ დგას თეთრი ფერის ავეჯი და ოთახი გაწყობილია ტექსტილის დეტალებითა და ქოთნის ყვავილებით. ყოველივე ეს ამ სივრცეს ხდის თანამედროვესა და სიცოცხლით სავსეს.