ბოშური მკითხაობა

ბოშული მკითხაობა შეგიძლიათ მარტივად გამოარჩიოთ სხვა ანალოგიური პრაქტიკისგან. ეს კი მხოლოდ იმიტომ რომ მას არა მარტო შეუძლია მოგცეთ ზუსტი პასუხები არამედ ის სწორედ სტრუქტურირებული იყოს. ამ მაგიური პრაქტიკის ონლაინ ვერსია სრულიად იმეორებს თავის რელურ პროტოტიპს.


მკითხაობის ამ სტილშიც გამოიყენება სტანდარტული დასტა 36 კარტით.
როგორ ხდება თავად მკითხაობის პროცესი? ის საკმაოდ მრავალსაფეხუროვანია, მაგრამ მისი საწყისების ცოდნის გარეშე - არაფერი გამოგივათ. თავდაპირველად დასტიდან უნდა მოიღოთ 3 კარტი და დაალაგოთ ისინი ჰორიზონტალური თანმიმდევრობით. კარტების ეს ჯგუფი წამოადგენს თქვენს წარსულს და მის შესახებ ბევრი საინტერესო ფაქტი იცის.
შემდეგ ანალოგიური სქემით ვალაგებთ კიდევ ორ რიგს, რომელიც ასევე სამ-სამი კარტისგან შედგება, ეს თქვენი აწმყო და მომავალია.
კარტების რაოდენობა სავალდებულოა რომ იყოს 10, ვიღებთ დასტიდან კიდევ ერთ კარტს და ვდებთ მას სულ ქვევით ცენტრში, ეს კარტი ატარებს სახელს "ფორტუნა". იმ შემთხვევაში თუ თქვენ საკუთარი თავისთვის არ მკითხაობთ, მაშინ ეს მეათე კარგი სწორედ იმ ადამიანმა უნდა ამოიღოს დასტიდან ვისთვისაც მკითხაობთ. თუ დავაკვირდებით სქემას დავინახავთ რომ აქ:

- პირველი,მეორე,მესამე კარტები - წარსულია
- მეოთხე, მეხუთე და მეექვსე - აწმყო
- მეშვიდე, მერვე და მეცხრე- მომავალი
- ხოლო მეათე კარტი "ფორტუნა"



შემდგომი მკითხაობისათვის გამოიყენება სწორედ ეს განლაგება, თუმცა ბოშური მკითხაობის დამოკიდებულება თავად მასტებთანაც სერიოზულია. ეს ხდება იმიტომ, რომ ყოველ მათგანს აქვს ცალკეული მნიშვნელობა, და ისინი ასეთია:

ყვავი - ცუდი ამბავი, ამბავი ვინმეს გარდაცვალების შესახებ, მწუხარება, საქმეების კატასტროფულად განვითარება.
ჯვარი - ამ შემთხვევაშიც საქმე არასასიამოვნო ამბებს ეხება, თუმცა შედარებით მცირეებს ვიდრე ყვავი.
აგური - სიტუაციები ჰეფიენდით, წარმატების მიღწევა მცირე შრომის შემდეგ.
გული - ყველაზე კეთილშობილი მასტი: იუწყება გაფურჩქვნას, საქმეების წარმატებულ სვლას და იღბალს, რომელიც მუდმივად კვალში მოგყვებათ.



მოდით ვნახოთ როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში. თუ შეამჩნიეთ, რომ ერთ რიგში ამოვიდა ერთი და იგივე მასტის კარგი, მაშასადამე ისინი ზუსტად იმას განსაზღვრავენ რომელ კატეგორიაშიც არიან, წარსულში, აწმყოში თუ მომავალში.

რას ნიშნავს თავისთავად ყველა პოზიცია? აქ არის გარკვეული კანონზომიერებები:
1 - წარსული, რომელსაც ადგილი ჰქონდა საკმაოდ ადრე.
3 - ის რაც ფაქტიურად თავად მკითხაობის წინ იყო
7 - მომავალი რომელიც სულ მალე დადგება
9 - ის რაც მომავლის პერსპექტივაში მოხდება
10 - ვიღაც მუდმივი, კანონზომიერება რომელიც საკვანძო ადგილს იკავებს.



მნიშვნელოვანია რომ ამ რიტუალში არის კომბინაციები, რომლებიც ეხება არა იმას ვინც მკითხაობს, არამედ იმ ხალხს ვინც მისი ახლობელია და ძვირფასია მისთვის. საქმე ეხება კარტების მასტებს, რომლებიც ვერტიკალურ რიგს ქმნიან.


1-4-7 — ისინი ვინც თქვენი სისხლით ნათესავია.
3-6-9 — ახლობლები, მეგობრები და ასევე ხელმძღვანელიც სამსახურში.
2-5-8 — ისინი, ვინც თქვენ უსაზღვროდ გიყვართ და სურვილი გაქვთ თქვენს გვერდით ივყნენ.



მაშ ასე, თეორიული ცოდნა სრულიად საკმარისია, იმისათვის რომ პრაქტიკას მივხედოთ. ამისათვის უბრალოდ დააკლიკეთ ღილასკ "ვიმკითხაოთ"


თქვენს წინაშეა განლაგება, ყურადღებით დააკვირდით მას. ეს არის თქვენი ცხოვრების ნახატი, ასეე ყველაფერი იმის რასაც უშუალოდ თქვენთან აქვს რაიმე შეხება. მკითხაობის დაწყება უნდა დაიწყოთ მასტებით:

ყვავი - ცუდი ჩვევები და გადახრები, უსიამოვნო სიახლეები, სევდიანი დასასრული.
ჯვარი - უსიდნისობა, უნამუსობა, ფატალური შეცდომა, სიღარიბე, უბედურება, მტრობა.
აგური - ფლირტი, კაპიტალიზაცია, ქედმაღლობა, ამპარტავნობა, ჯეკპოტი.
გული - ბედნიერება, გულთბილობა, თბილი გრძნობები, ცეცხლოვანი სიყვარული, გულწრფელობა, სამართლიანობა, პირდაპირულობა



განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოშურ მკითხაობაში ენიჭება ყოველ კარტის ღირსებას:
ტუზები:
ყვავი - დიდი უბედურება
ჯვარი - მოულოდნელი სირთულე
აგური - მოულოდნელი დიდი იღბალი
გული - მოულოდნელი დიდი ბედნიერება

კაროლი, დამა, ვალეტი:
ყვავი - ავტორიტეტი, გავლენიანობა, ადამიანები მაღალი სოციალური სტატუსით.
ჯვარი - არც თუ ისე ხნიერი და არც ახალგაზრდა ადამიანების წრეში ყოფნა, რომელთა მატერიალური მდგომარეობა არ აღემატება საშუალოს.
აგური - შეძლებული, ასაკით პატარა ადამიანების გარემოცვაში ყოფნა.
გული - ეს ადამიანები თქვენთვის ძალიან ახლობლები არიან, თუმცა მათი ასაკის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი კარტით.

ათიანი:
ყვავი - უსიამოვნება.
ჯვარი - ძირეული ცვლილებები.
აგური - სოლიდური ფინანსები.
გული - სასიამოვნო მოვლენა.

ცხრიანი:
ყვავი - წინაღობა
ჯვარი - მცდარი ნაბიჯი(მოქმედება)
აგური - გამარჯვება მატერიალური სარგებელით
გული - იღბლიანობა

რვიანი:
ყვავი - მოულოდნელი პრობლემა
ჯვარი - ცუდი ამბავი, ნერვების აშლა, ცრემლები
აგური - მომგებიანი შენაძენი ან სხვა სასარგებლო შენაძენი
გული - ნეტარება, შესაბამისი კომპანია.

შვიდიანი:
ყვავი - აღიარება, მარტოობა, სიბრაზე, კონფლიქტი, ცუდი ამბები, ინტრიგები, სამსახურში დაქვეითება ან დათხოვნა
ჯვარი - შესატყუებელი წინადადება
აგური - სასურველი საჩუქარი, დაჯილდოება და ფულადი სახსრების შემოდინება
გული - თქვენით არადამახასიათებელი დაინტერესება


ექვსიანი:
ყვავი - რთული ბედი
ჯვარი - უსიამოვნება, საღამოს გზა, რომელიც საეჭვოა სიამოვნების მომტანი იყოს
აგური - სარგებელი, დაავშირებულია არც თუ მცირე წვალებასთან
გული - მხიარული გზა, რომანტიული ურთიერთობა და კარიერული ზრდა


როგორც ხედავთ ეს მკითხაობა მრავალი საფეხურისგან შედგება და იგი ძალზედ რთულია. ერთი შეხედვით საერთოდ შეიძლება მოგეჩვენოთ კიდეც, რომ ამ მეთოდის სწავლა უბრალოდ შეუძლებელია, თუმცა ნუ ისწრაფებთ დასკვნების გამოტანას, რადგან მთავარი პრინციპის გაგებაა და არა ყველაფრის სიტყვა-სიტყვით დასწავლა. ამ პრინციპის ათვისების შემდეგ თქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ დიდი წინასწარმეტყველებების გაკეთებასაც კი. ასევე ჩვენი რჩევა იქნება, რომ არასდროს დაივიწყოთ საკუთარი ინტუიციის შესახებ და ხშირად მიენდოთ მას თუნდაც მკითხაობისას, რადგან ინტუიცია არასდროს სცდება! ხოლო მანამ, სანამ გამოიმუშავებდეთ შესაბამის გამოცდილებას, მიიღეთ რამდენიმე რეკომენდაცია ჩვენგან:

როგორც ხედავთ, ყველა შესაძლო ყვილების მრავალფეროვნება ყველა ზღვარს სცდება. ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, რომ ამ მეცნიერების ათვისება შეუძლებელია. თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. აქ მთავარია - თავად მკითხაობის პრინციპი გაიგოთ. მისი გაგებით თქვენ შეძლებთ გაარჩიოთ ყველაზე რთული განლაგებებიც კი. ნუ დაივიწყებთ, გთხოვთ ყურადრებით დაუგდეთ ყური თქვენს ინტუიციას, ის აქ ნამდვილად არ გიღალატებთ.ხოლო მანამ სანამ საკმარისი ცოდნა არ გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი რეკომენდაციები:



განლაგების არსის გაგება უნდა დაიწყოთ ზედა რიგით, რომელიც ჰორიზონტალურად არის განლაგებული. ზედა განლაგება არის -წარსული, მეორე რიგი არის აწმყო, მესამე რიგი - მომავალი. შემდეგ ყურადღებას ვამახვილებთ ფორტუნაზე. შემდეგ გადავდივართ ვერტიკალურ განლაგებაზე და ვიწყებთ მარცხნიდან.

საერთოდ, ტრადიციის თანახმად, ეს მკითხაობა შეგიძლიათ გააკეთოთ მხოლოდ ერთხელ. იდეალში მკითხაობის გამეორების საშუალება თქვენ არ გაქვთ, ყოველ შემთხვევაში რიტუალის დასრულებისთანავე. რაც ეხება მის ვირტუალურ ვარიანტს, აქ თქვენ საშუალება გაქვთ ბოროტად გამოიყენოთ ინტერნეტის სიკეტეები :) თუმცა ეს რეკომენდრებული მაინც არ არის. მას შემდეგ რაც თქვენ ყველაფერი გაიაზრეთ და გაანალიზეთ თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ ღილააკს "კიდევ ერთხელ ვიმკითხაოთ" თუმცა თუ თქვენ დაარღვევთ ქვემოთ მოყვანილ წესებს, მაშინ არანერ ზუსტ მკითხაობაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს.





განმეპრებითი მკითხაობის სრული უფლება თქვენ გაქვთ მხოლოდ იმ სიტუაციაში თუ:

- შესაძლოა, მაშინთვე როგორც თქვენ მკითხაობა დაასრულეთ თქვენს გარემოცვაში მოხდა ცვილებები. ეს შეიძლება იყოს როგორც კონკრეტული ადამიანის მოქმედებები, ასევე სხვა გარემოებებიც.
- თქვენთვის არც თუ ისე კარგად გასაგებია პასუხი, ამიტომ საჭიროა კარტის დამატებით გაშლა. ამის გაკეთება შეიძლება მაგრამ განლაგება იქნება განსხვავებული
- იგივე განლაგების გამოყენების უფლება თქვენ გაქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალურ ცხოვრებაში რამე შეიცვალა