ხინკალი - ქართული სამზარეულოს მეფე (მომზადების რეცეპტი + ვიდეო)

ხინკალი - ქართული სამზარეულოს მეფე (მომზადების რეცეპტი + ვიდეო)
შემადგენლობა:

ღორის ხორცი - 1 კგ (ან ცხვრისხორცი)
ხახვი - 5 თავი
კვერცხი - 1 ცალი
მწვანილი - გემოვნებით
პილპილი - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით

მომზადება:

ღორის ან ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად და გავატაროთ ხორცის მანქანაში. მანდვე გავატაროთ ხახვი. ხორცის ფარშს შევურიოთ: პილპილი, მარილი,ოხრახუში, ქინძი, ქონდარი. დავამატოთ თბილი წყალი (დაახლოებით 1 ჭიქა).
ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი. ნახევარ ლიტრ წყალში ჩავყაროთ მარილი, დავამატოთ კვერცხი და ფქვილი. კარგად მოვზილოთ, დავაბრტყელოთ.
ჭიქით გამოვჭრათ რგოლები და ისინიც გავაბრტყელოთ.
თითოეულ ცომზე დავაწყოთ 1 ს/კ ხორცი, შემოვუკეცოთ ნაპირები, რაც შეიძლება წვრილი ნაოჭებით.
ხინკლები ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში.
როცა ყველა ხინკალი ამოტივტივდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი. ამოვაწყოთ ხინკლები თეფშზე, ისე რომ არ დაიხას. მოვაყაროთ პილპილი.

გემრიელად მიირთვით!