სოსო პავლიაშვილმა თავისი შვილების დედას ხელი სცენაზე სთხოვა

სოსო პავლიაშვილმა თავისი შვილების დედას ხელი სცენაზე სთხოვა
პოპულარულმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა გადაწყვიტა, ოფიციალურად გაეფორმებინა ურთიერთობა ირინა პატლახთან, რომელთანაც უკვე 17 წელია ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ წყვილს ორი შვილი ჰყავს, თუმცა დღემდე ოფიციალურ ქორწინებაში არ იყვნენ. პავლიაშვილმა დიდი ხნის პარტნიორს ხელი კონცერტის დროს, პირდაპირ სცენაზე სთხოვა, სადაც ირინა შვილებთან ერთად ავიდა. ცალ მუხლზე დაჩოქილმა პავლიაშვილმა მას ბეჭედი გაუკეთა და საკუთარი ხელი და გული შესთავაზა.

სოსო პავლიაშვილი და ირინა პატლახი ერთად 1997 წლიდან არიან. 2004 წელს წყვილს პირველი შვილი ეყოლა, რომელსაც ელისაბედი დაარქვეს. 2008 წელს ქვეყანას მეორე შვილი, სანდრა მოევლინა.

სტატიის წყარო:palitratv.ge