როგორ დავაკმაყოფილოთ მამაკაცი საწოლში?

როგორ დავაკმაყოფილოთ მამაკაცი საწოლში?
სექსით ყველა იღებს სიამოვნებს, არსებობს შეჩვევის მომენტები, როცა ვერ აღწევ ორგაზმს (ეს ქალებში ხდება), მაგრამ როცა სექსი საყვარელ ადამიანთან გაქვს, ლამაზი და ვნებიანია.
მიუხედავად, ამისა, არსებობს შესაძლებლობა, რომ თქვენი სასიყვარულო ვნება, მეტად „წიწაკიანი“ გახადოთ.

მაქსიმალური კმაყოფილება თქვენს პარტნიორთან მიიღწევა შემდეგნაირად:

ესაუბრეთ მას ვულგარულად
მამაკაცებს უყვართ ბევრი საუბარი, რადგან ასე, მეტად იგზნება. სირცხვილი და მორიდება გვერდზე გადადეთ, რადგან ის რაც საწოლში ხდება, თქვენია და იქ სრული თავისუფლებაა!
ამუშავეთ თქვენი წარმოსახვის უნარი, რაც გონებაში მოგივათ აზრად, გამოთქვით. ნუ მოგერიდებათ, თქვენი პარტნიორი არ გაბრაზდება და არ დაგცინებთ, პირიქით, ყურში ბინძური სიტყვების ჩურჩულით ძალიან აღიგზნება და ორგაზმიც არ დააყოვნებს.


გარდასახვა და როლი
შიშველი სექსი არაჩვეულებრივია! მაგრამ, როდესაც საწოლში, სხვა ქალის ამპლუაში მოევლინებით საყვარელ მამაკაცს, ეს მისთვის დაუვიწყარი იქნება. მათ ხომ ძალიან უყვართ მრავალფეროვნება?! მამაკაცების ფანტაზია, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, , ხშირად „მოგზაურობს“ სხვადასხვა ქალის კალთის ქვეშ, ჰოდა, რატომ არ უნდა დაუკმაყოფილოთ ეს სურვილი? შეიძინეთ პარიკები, ექთნის, მსახურის, ან პოლიციელის ფორმები და მერწმუნეთ, თქვენ მას ჭკუიდან შეშლით!

ორალი, თუ მორალი?
როცა, სექსზე ვსაუბრობთ, მორალი საერთოდ რა მოსატანია?!
კარგი სექსი არ არსებობს ორალის გარეშე! ეს ორმაგი სიამოვნებაა. წაიკითხეთ ამის შესახებ ლიტერატურა, ან უყურეთ ეროტიკულ ფილმებს, რომ ისწავლოთ როგორ უნდა..
ჩართეთ გრძნობები. პარტნიორმა უნდა დაინახოს, რომ თქვენ ეს გსიამოვნებთ და მხოლოდ მოვალეობისთვის არ აკეთებთ. თუ თქვენ ორალურ სექსს ხელოვნებასთან გაათანაბრებთ, მერწმუნეთ, რომ თავადაც უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ..

სტრიპტიზი
როდესაც ქალს, კომპლექსები არ გააჩნია, შეუძლია დემი მურზე უკეთესი სტრიპტიზი იცეკვოს. დიახ, ასეა! სტრიპტიზი დამოკიდებულია ქალის თავდაჯერებულობაზე და არა იმაზე, აქვს, თუ არა მას მოდელის ანალოგიები. ისევ ჩართეთ ფანტაზია და უცეკვეთ საყვარელ მამაკაცს სტრიპტიზი. მათ ეს სანახაობა არასოდეს დაავიწყდებათ და შესაძლოა ისეთი ფანტაზიები აღუძრათ, რომ თქვენც კი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩეთ!

ეროტიკული ფილმები
ბევრი ქალისთვის ეროტიკული ფილმების საკითხი ტაბუდადებულია. თუმცა, არ უნდა იყოს, ის ფაქტი, რომ თქვენს პარტნიორს მოუნდება ეროტიკული ფილმის ნახვა, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მოსწყინდით, მას უბრალოდ მრვალფეროვნება უნდა. მამაკაცების უმრავლესობას, ვისაც ჰკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ საკუთარ პარტნიორთან ისურვებდა ეროტიკული ფილმის ყურებას, ეს მათ ძალიან აღგზნებთ, ჰოდა, აიღეთ ინიციატივა და ჩართეთ ფილმი! ნახეთ, როგორია თქვენი მამაკაცი იყოს ნამდვილი „ტურბო“.

სექსუალური სათამაშოები
თავბრუდახვევის კიდევ ერთი ფორმა, რომელიც თქვენს მამაკაცს, მთელი დღე თქვენზე ფიქრში გაატარებინებს.
შეიძლება თქვენ გერიდებათ წახვიდეთ „სექს შოპში“ და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სათამაშოები, მაგრამ თუ ეს დაუძლეველი მორიდებაა, მაშინ ნუ დაკარგავთ დროს, გამოიწერეთ ინტერნეტით.
შეარჩიეთ ამგვარი სათამაშოები პარტნიორთან ერთად, რადგან ისინი ორივეს უნდა გაგზნებდეთ და გამოიწერეთ. გააგიჟეთ თქვენი პარტნიორი, ითამაშეთ სხვადასხვა სათამაშოებით და მიეცით მას უფლება, თავადაც გაერთოს.

პოზების მრავალსახეობა
შეიძლება კლასიკური, მისიონერული პოზა მოსახერხებელი იყოს, მაგრამ არ არის მამაკაცების საყვარელი პოზა. შეიძლება პარტნიორს ანდოთ პოზის შერჩევის თავისუფლება, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ თქვენ გამოიჩენთ ინიციატივას. ოთხზე, ზემოდან, ანალური სექსით, შეიძლება თქვენი პარტნიორის ლიბიდო მაქსიმუმადე მიიყვანოთ და თქვენი სექსუალური კავშირი კიდევ უფრო ცხელი გახადოთ.

მასტურბაცია
მამაკაცების უმრავლესობას მოსწონს, როცა მისი საყვარელი ქალის მასტურბაციას უყურებს.
ეს მოვლენა ხშირად არ უნდა ხდებოდეს. მოეფერეთ საკუთარ თავს. აჩვენეთ თქვენს პარტნიორს, როგორ გსიამოვნებთ.. ხშირად მასტურბირებისას, თქვენს პარტნიორს ესაუბრებით თუ რა და როგორ მოგწონთ. მიეცით მას საშუალება შეგეხოთ ყველგან, როცა თქვენ საკუთარი თავის ფერებით ხართ დაკავებული, არ მოადუნოთ ყურადღება და ცეცხლი მასაც გაუნაწილეთ თუ შეამჩნევთ, რომ მამაკაცს მოსწონს, რასაც აკეთებთ, რატომაც არა, გაიმეორეთ იგი ისევ და ისევ.

რაც შეიძლება მეტი ფანტაზია! და მაქსიმალური თავისუფლება! ისიამოვნეთ და ასიამოვნეთ თქვენს პარტნიორს ბოლომდე! არ არსებობს შეზღუდვები საწოლში, არსებობს მხოლოდ აზღუდები სექსუალური თამაშებისას.. ჰოდა გაერთეთ!

ყველაფერი ეს გაცილებით მაგარია, როცა თქვენი პარტნიორი გიყვართ!
სტატიის წყარო:feme.ge