7 უნიკალური ფაქტი ცხოველების შესაძლებლობების შესახებ

7 უნიკალური ფაქტი ცხოველების შესაძლებლობების შესახებ
ყვავებს შეუძლიათ გადაჭრან 5 წლის ბავშვის დონის თავსატეხები.
ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ყვავებს შეუძლიათ იაზროვნონ, როგორც ხუთი წლის ბავშვებს. ექსპერიმენტის დროს, მეცნიერებმა წყლით ნახევრად სავსე მაღალ ყელიან ჭიქაში ჩაყარეს საკვები. ყვავს, რომელსაც სურდა ჭიქიდან საკვების მოპოვება, მოკლე ნისკარტის გამო ეს არ გამოსდიოდა, ანუ ვერ წვდებოდა საკვებს, თუმცა მას იმდენი აზროვნების შედეგი გააჩნდა, რომ ჭიქაში ყრიდა ქვებს, რათა წლის დონეს აეწია და მასში მოტივტივე საკვები, უფრო მაღალ, მისთვს ხელმისაწვდომ დონემდე ამოსულიყო.

7 უნიკალური ფაქტი ცხოველების შესაძლებლობების შესახებ

დელფინებს გააჩნიათ საკუთარი ენა და ერთმანეთს მიმართავენ უნიკალური სახელებით.
დელფინები ნამდვილად ძალიან ჭკვიანი არსებები არიან. მათ ხანმოკლე დროში შეუძლიათ აითვისონ რთული დავალებები და შეუძლიათ ადამიანის ქცევების იმიტირება. მკველავრები აკვირდებოდნენ ველურ ბუნებაში მცხოვრებ დელფინებს. როგორც აღმოჩნდა, დელფინები სახეზე იფარებდნენ ზღვის ღრუბლებს, როდესაც ნადირობდნენ ეკლებიან თევზებზე, რათა დაეცვათ თავი დაზიანებებისაგან.
გარდა ამისა დელფინების უნიკალურ თვისებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თითოეულ მათგანისათვის დამახასიათებელია ინდივიდუალური სტვენა, რომელიც წარმოადგენს მათ სახელს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დელფინი წავა სტვენის იმ ხმისაკენ, რომელიც მისთვის ყველაზე მეტადაა ცნობილი. ამ გზით დედები უძახიან საკუთარ შვილებს.



სპილოებს შეუძლიათ თანაგრძნობა, დარდის გაზიარება და ერთმანეთის გვერდში დგომა.
მკვლევარებმა სპილოებზე რამდენიმე წლიანი დაკვირვების შემდეგ დაადგინეს, რომ სპილოებს აქვთ თანაგრძნობის უნარი ერთმანეთის მიმართ. სპილოები მოგზაურობენ მთელი ოჯახით, დრო და დრო აყალიბებენ კლანებს, დაჯგუფებებს და მათი კონტაქტის საშუალებას წარმოადგენს დაბალ ტონიანი, სიხშირიანი ხმების გამოცემა. სახიფათო სიტუაციის დროს ისინი თავიანთ შვილებს უკრამენ დამცავ წრეს და ასე იცავენ მტაცებლებისაგან.



ძაღლებს შეუძლიათ დაიმახსოვრონ ასობით სიტყვა.
შეგვიძლია ნამდვილად ბევრი მაგალითი მოვიყვანოთ იმისა, რომ ძაღლები ნამდვილად ჭკვიანი და ინტელექტუალური ცხოველები არიან, თუმცა ყველაზე დიდ შტაბეწდილება ჩვენზე მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ძაღლებს შეუძლიათ ასობით სიტყვის სწავლა. მაგალითად გთავაზობთ ძაღლს სახელად ჩეიზერს, რომელმაც იცის 1022 სათამოშოს სახელი. იხილეთ ქვემოთ მოცემული ვიდეო.



ვიდეო:



შიპმპანზეებს შეუძლიათ თავი გაართვან თავსატეხებს, რომლებიც დაკავშირებულია მეხსიერებასთან.
ალბათ ნამდვილად არ გაგიკვირდებათ, როდესაც გეტყვით, რომ შიმპანზეები ძალიან ჭკვიანი და გონიერი არსებები არიან. ბოლოს და ბოლოს ისინი ჩვენს შორეულ ნათესავებს წარმოადგენენ.
შიმპანზე სახელად აიუმუ, რომელიც ცხოვრობს სამეცნიერო ინსტიტუტში ტოკიოში, ცნობილია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში თავისი წარმოუდგენელად კარგი მეხსიერებით. ეკრანზე აიუმუს უჩვენებენ 9 ციფრს მხოლოდ რამდენიმე წამით და შემდეგ მან უნდა აღიდგინოს ეს 9 ციფრი გონებაში და აჩვენოს ეკრანზე. აიუმუ ამ დავალებას არა მხოლოდ კარგად ართმევს თავს, არამედ აკეთებს ამას ნებისმიერ ადამიანზე უკეთ. მეცნიერები ჯერაც ვერ ხსნიან ამ უნიკალურ მოვლენას.



კაკადუებს შეუძლიათ საკეტების გახსნა.
კაკადუს ყვავების მსგავსად აქვს უნარი ამოხსნას რთული თავსატეხები, რათა საპასუხოდ მას გაუმასპინძლდნენ გემრიელად. ექსპერიმენტის დროს მეცნიერები ჩიტისაგან მოითხოვდნენ ყუთის გახსნას, რომელშიც იდო საჭმელი. ყუთი კი საკმაოდ კარგად იყო დაცული. მცდელობა და შედეგი თავად შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ ნაჩვენებ ვიდეოში.



ვიდეო:



რვაფეხები შედიან ძალია ჭკვიანი არსებების სიაში, თუმცა მათი ამოცნობა და შესწავლა მეცნიერებისათვის რთულ ამოცანას წარმოადგენს.
რვაფეხას ინტელექტის შესწავლა ძალზე რთულია, რადგან მათი უმრავლესობა ცხოვრობს ოკეანის სიღმეში, ადამიანების საცხოვრელიდან სრულიად განსხვავებულ გარემში და სწორედ ამიტომ, მათი ინტელექტი და გზა, როგორც ისინი აზროვნებენ სრულიად განსხვავებულია.
რვაფეხებს აქვთ ყველაზე დიდი ზომის ტვინი უხერხემლოებს შორის. მათ აქვთ ძალიაინ დიდი რაოდენობით ნეირონები. გაცილებით მეტი, ვიდრე ადამიანს, თუმცა ამ უჯრედების 60% მოთავსებულია მათ საცეცეებში და არა ტვინში. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ მათი ინტელექტი განისაზღვრება საცეცეებიდან, რაც სავსებით შეესაბამება სინამდვილეს. მაგალითად, თუ რვაფეხას მოაჭრიან ერთ-ერთ საცეცს, ანუ ფეხს, მას შეუძლია გადაადგილდეს, მოიპოვოს საკვები და დაბრუნდეს იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა მისი პირი.