7 მავნე ჩვევა, რომელიც მთელი დღის გეგმებს ჩაგიშლით

7 მავნე ჩვევა, რომელიც მთელი დღის გეგმებს ჩაგიშლით
ეს შვიდი მავნე ჩვევა არამარტო დილას დაგაკარგინებთ, მთელი დღის საქმეებსაც ჩაგიშლით. როგორც ამბობენ, გაფრთხილება შეიარაღების ტოლფასია. თუ ეცდებით მათ დამარცხებას, ამით ჩანაფიქრების შესრულებას უფრო სწრაფად და ეფექტურად შეძლებთ.

ადგომის ნაცვლად ლოგინში კოტრიალი

იმის მაგივრად, რომ გაღვიძებისთანავე წამოხტეს, ბევრი მაღვიძარას დარეკვის დროს რამდენჯერმე "გადაავადებს" ხოლმე. ამ ჩვევას წარმატებისკენ ნამდვილად არ მიჰყავხართ. იმის მაგივრად, რომ დღე მხნედ დაიწყოთ, თავადვე უმზადებთ საკუთარ თავს სტრესს.

საუზმის გამოტოვება

პირველი საკვების მიღების იგნორირება კიდევ ერთი სტრატეგიული შეცდომაა. დამტკიცებულია, რომ საუზმე "ქოქავს" ჩვენს მეტაბოლიზმს, აფხიზლებს ორგანიზმს. შესაბამისად, ფხიზელი გონება შეცდომების დაშვების რისკებისგან გვიცავს.

დილით გაზეთების კითხვა და საინფორმაციოს ყურება

გაღვიძებიდან პირველი 3 საათი ყველაზე პროდუქტიულია. იმის მაგივრად, რომ ეს დრო თქვენს გეგმებსა და ჩანაფიქრებს მოახმაროთ, სხვისი ამბებით იმძიმებთ თავს. აბა ამის მერე რომელ პროდუქტიულ დღეზე ფიქრობთ.

გეგმების არარსებობა

დამტკიცებულია, რომ დაგეგმილი დღე უფრო ეფექტური და შედეგიანია. თუ ჯერ არ მოგიფიქრებიათ რა და როგორ გააკეთოთ, დიდი მიღწევების იმედი არ უნდა გქონდეთ.

სია არ გაქვთ

გეგმები მხოლოდ სამსახურში კი არა, ოჯახურ საქმეებშიც
აუცილებელია. საყიდლებისა და გასაკეთებელი საქმეების სია ამარტივებს ცხოვრებას.

ინტერნეტი

ინტერნეტში ქექვისას დრო შეუმჩნევლად გადის, უფრო სწორად, კი არ გადის, იკარგება. ფოსტა, ფეისბუქი, ამინდის საიტი და უკვე მოწყდით რეალურ დროს.

ნეგატივი

დილით ცუდ ხასიათზე დადგომა კიდევ ერთი მავნე ჩვევაა. დილიდანვე არ უნდა შთააგონოთ თავს, რომ წინ უამრავი საქმე გელით. ეს განწყობა სასიცოცხლო ძალებს
სტატიის წყარო:ambebi.ge