Facebook მიწისძვრისა და ხანძრის დროს დაგეხმარებათ

Facebook მიწისძვრისა და ხანძრის დროს დაგეხმარებათ
სოციალურ ქსელ Facebook-ს ახალი ფუნქცია, Safety Check დაემატა. სერვისის გამოყენება მომხმარებელს კრიტიკული ვითარების დროს, მაგალითად მიწისძვრის ან ხანძრის შემდეგ შეეძლება.

სერვისის მეშვეობთ Facebook-ის მომხმარებელი საკუთარ მეგობრებსა და ნათესავებს შეატყობინებს, რომ ის უსაფრთხოდ არის, ანალოგიურად მომხმარებელსსხვა მეგობრების მონიშნვა და მათი მდგომარეობის შეტყობაც შეეძლება.

Facebook-მა მსგავსი სერვისის ამოქმედების იდეა 2011 წელს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩენილი პოსტებისა განხილვის შემდეგ გადაწყვიტა. სტქიიის ზონაში მცხოვრები 12 მილიონი ადამიანი საკუთარ მეგობრებსა და ნათესავებს სოციალური ქსელების მეშვეობით ეძებდნენ, მათი უმთავრესი კითხვა კი მხოლოდ რამდენიმე სიტყვისგან შედგებოდა.