დიეტოლოგები საკვების მომზადების ყველაზე სასარგებლო მეთოდებს გვირჩევენ

დიეტოლოგები საკვების მომზადების ყველაზე სასარგებლო მეთოდებს გვირჩევენ
საკვებიდან ორგანიზმს მიეწოდება, როგორც სასარგებლო მიკრო და მაკრო ელემენტები, ასევე ტოქსინები და მომწამვლელი ნივთიერებები. საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ჯანმრთელობისთვის - ისწავლოთ საკვების სწორად მომზადება.

საკვების მომზადების ყველაზე სასარგებლო მეთოდები:

1. მოხარშული თუ შემწვარი?

მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ უპირატესობა ყოველთვის პირველ ვარიანტს მიანიჭოთ. ზეთის გაცხელების დროს გამოიყოფა ტოქსინები, რომლებიც წამლავს საკვებს. გარდა ამისა, ზეთი კერძს კალორიულობას ჰმატებს, ზედმეტი კილოგრამები კი არაფერში გჭირდებათ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ხორცის ან თევზის მოხარშვის დროს აუცილებლად უნდა გადაღვაროთ ბულიონი, რადგან ის უამრავ ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს. თუ გსურთ ბოსტნეულს მაქსიმალურად შეუნარჩუნოთ სასარგებლო თვისებები, აუცილებლად მოხარშეთ იგი ბოლომდე.

2. ორთქლზე მოხარშვა.

ბოსტნეულის, ხილის და ხორცის მოხარშვა ორთქლზე უნარჩუნებს მათ ვიტამინებსა და მინერალებს. ამ მეთოდის ერთადერთ უარყოფით მხარეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საკვები არც თუ ისე გემრიელია, თუმცა სხვადასხვა სანელებლებისა და სოუსების გამოყენებით ამ პრობლემის გადაჭრაც შესაძლებელია.

3. გრილი თუ მშრალი ტაფა?

უკეთესი იქნება, თუ უპირატესობას ამ შემთხვევაშიც პირველ ვარიანტს მიანიჭებთ, რადგან გრილი იძლევა საკვების მშრალად, ზეთის მოხმარების გარეშე მომზადების საშუალებას, რის შედეგადაც პროდუქტები მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

ტეფლონის ფენით დაფარული ტაფები ასევე იძლევა საკვების ზეთის გარეშე მომზადების საშუალებას.

4. საკვების გამოცხობა.

ბოსტნეულის მომზადებისას უკეთესი იქნება თუ გამოაცხობთ მას, რადგან ასეთ შემთხვევაში პროდუქტი გაცილებით სასარგებლო იქნება, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მაღალი ტემპერატურისა და ხანგრძლივი ცხობის პირობებში უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენს ორგანიზმში თავისუფალი რადიკალები აღმოჩნდნენ.

5. ნედლი საკვები.

ზოგიერთი პროდუქტის მირთმევა, რომელსაც ჩვეულებისამებრ ცეცხლზე ვამზადებთ, უმადაცაა შესაძლებელი, თანაც ამ დროს სასარგებლო ნივთიერებების დანაკარგი ნულის ტოლია.

ნედლი სტაფილოს, ან ჭარხლის მირთმევისას თქვენ უკეთებთ მასაჟს საკუთარ ღრძილებს, იმაგრებთ კბილებს და იშორებთ ნადებს მისი ზედაპირიდან.