10 ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტი მსოფლიოში

10 ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტი მსოფლიოში
ამ ნაკრების წაკითხვისას უნებლიეთ სვავ კითხვას: ნუთუ ისინი მართლა ამდენი რირს?... შესაძლოა იმიტომ,რომ fpaprazzi-ს რედაქციაში არ არიანს ნამდვილი გურმანები.ჩვენი შერჩული პროდუქტები არა მხოლოდ მაღალი ფასებით არამედ დახვეწილი და უნიკალური გემოთიც გამოირჩევიან.

1. ზაფრანას ყვავილი
ზაფრანას ღირებულება ოქროს ღირებულებაზე მაღალია. ეს სუნელი მიიღება ზაფრანას ყვავილის ღეროს თესლებისგან, რომელიც ხელით იკრიფება და უნდა გამოშრეს მხოლოდ ჰაერზე. ერთი ყვავილი იძლევა 3 თესლს, ხოლო კილოგრამის მოსაგროვებლად საჭიროა 200 ათასი ყვავილი.


2. ჰავაის წყალი «Kona Nigari»
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წყალი მოიპოვება ოკეანეში ჰავაის სანაპიროებთან 600 მეტრის სიღრმეზე. ეს წყალი ითვლება დაუბინძურებელ და ეხმარება წონის დაკლებაში და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ის განსაკუთრებით იაპონიასია პოპულარული. Kona Nigari ღირებულება დაახლოებით 840 ლარია.


3. თეთრი იტალიური ტრიუფელები
თეთრი ტრიუფელები განსაკუთრებით ფასობს თავისი იშვიათობის გამო. მათი მოპოვება შეუძლია მხოლოდ სპეციალურად გაწვრთნილ ღორებს იტალიის მხოლოდ ერთ რაიონში და ისიც მხოლოდ წელიწადის მხოლოდ რამოდენიმე თვის მანძილზე. მისმა ნახევარი კილოგრამის ფასმა შესაძლოა შეადგინოს 3300 ლარზე მეტი.

4. საქონლის მარმარილოსებრი ხორცი "ვაგიუ"
საქონლის ხორცი ვაგიუ (Wagyu) მიიღბა იაპონური ძროხებიდან, რომლებიც თავისი მახსიათებლებით არიან ცნობილი "მარმარილოსებრი ხორცი" - ქონის ფენები მათ ხორცში ქმნის ლამაზ ნახატს, რომელიც მარმარილოს ხაზებს მოგვაგონებს. სწორედ ასეთი ხორცის წყალობით მიიღება შესანიშნავი გემო - ასეთ ქონს დნობის საკმაოდ დაბალი ტემპერატურა აქვს, ამიტომ ის დნება მზადების დროს და ხორცს ნოყირეს ხდის. ასეთი ხორცის ნახევარი კილოგრამის ღირებულება 400 ლარს აღემატება.


5. ბალზამისებრი ძმარი
ნამდვილი ბალზამისებრი ძმარი დაცულია ევროპული პროდუქტის დაცვის სიტემით და ამისათვის მიზეზიც არსებობს - მის საწარმოებლად და დასამზადებლად 12 წელია საჭირო. ნამდვილი ბალზამისებრი ძმარი მუქი ყავისფერი ფერისაა, აქვს რთული არომატი და აქვს ბუნებრივი ყურძნის წვენის მომჟავო-მოტკბო გემო, გაჯერებებულია ხის კასრების გემოთი. ასეთი ძმარის 100 მილილიტრი მინიმუმ 300 ლარი რირს.


6. იუბარული სამეფო ნესვი
ეს ნესვები, წარმოადგენს ორი მუსკისური ნესვის ჰიბრიდს, მას მოიყვანენ პლანეტაზე მხოლოდ ერთ ადგილას - იაპონური ქალაქ იუბარის სათბურებში. ყველაზე ძვირად ფასდება ნაყოფი რომელიც იდიალურად მრგვალია და პრიალა ქერქი აქვს, მიღბულია ასეთი ნესვების ქორწილში ჩუქება. ყველაზე ძვირადრირებული სამეფო ნესვი აუქციონზე გაიყიდა 26 ათას დოლარად.


7. ღორის ლორი ჰამონ იბერიკო
იმისათვის, რომ ეს ესპანური დელიკატესი მოამზადოთ, იბერიულ შავ ღორებს სპეციალურად ზრდიან ტკბილი რკოთი. ჰამონას წარმოება მკაცრად კონტროლდება პროდუქტის წამომავლობა დასახელების კონტროლის სისტემით. მისი წესების მიხედვით, ჰექტარ მიწაზე არ უნდა იყოს ორ ღორზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ მოიპოვონ 5კილოზე მეტი რკო დღეში, რითაც ისინი მათვის საჭირო წონას 150 კილოს აღწევენ. ხელით დამუშავებული ჰამონ იბერიკოს ნახევარი კილო შესაძლოა ღირდეს 500 ლარზე მეტი.


8. სვიის ახალგაზრდა მარცვლები
გურმანების ახალი გატაცება - სვიის ახალგაზრდა მარცვლები, ლუდსახარში წარმოების პროდუქტი. ფასები მაღალია რადგან მისი შეგროვება ხდება ხელით, ამ მცირე ზომის მარცვლების შეგროვება ძალიან რთულია, ყველა მარცვალი ხელით იკრიფება მაგრამ მანამდე მათი მოძებნაა საჭირო ბუჩქებში. ევროპის ზოგიერთ ნაწილში ნახევარი კილოგრამის გაყიდვა 120$ მეტადაა შესაძლებელი.


9. ლოსის ყველი
ყველის მრავალი ძვირფასი სორტი არსებობს, მაგრამ ლოსის ყველი ფერმიდან Moose House წამოადგენს, ყველაზე ექსკლუზიურს მათ შორის. მცირე ზომის ფერმა შვედეთში ფლობს მხოლოდ სამ ლოსს (სახელად გულანი, ჰელგა და ჯუნა), მათ წველიან მხოლოდ მაისიდან სექტემბრის პერიოდში. ყოველ სეზონზე ცხოველები იძლევიან რზეს 300კილოგრამი ყველის დასამზადებლად, რომელსაც ფერმა Mouse House სამი სახეობით ამზადებს და მათი ნახევარი კილოგრამის ღირებულება 1000 ლარს აღემატება


10. იკრა "ალმასი"
იკრა ყოველთვის წამოადგენდა სიმდიდრის სინონიმს, მაგრამ ბოლოდროს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული იკრა უფრო გაძვირდა, რადგან სახეობა რომლისგანაც მას ამზადებენ გადაშენების პირას მყოფ სახეობად დასახელდა. კონკრეტულად იკრას "ალმასი" იძლევა 100 წლოვანი ბელუგა ალბინოსი კასპიის ძღვიდან. ასეთი იკრა იყიდება მხოლოდ მოოქროვილი ქილებით საოცარ ფასად - დაახლოებით 4700 ლარი 100 გრამი.
სტატიის ავტორი: თამაზ თოქმაძე