აზალია ბენქსი დააკავეს

აზალია ბენქსი გასულ სამშაბათს მანჰეტენის ერთ-ერთ ღამის კლუბში დააკავეს. მისი დაკავების მიზეზად კლუბის დაცვასთან შეკამათება სახელდება. როგორც ჩანს კლუბის დაცვამ აზალია ერთ-ერთ პრივატულ წვეულებაზე არ შეუშვა, რაც მისი გაღიზიანების და შემდგომში დაცვასთან დაპირისპირების მიზეზი გახდა.

კლუბში მყოფმა ადამიანებმა დაადასტურეს, რომ ყველაფერი აზალიას ყვირილის და კლუბის დაცვისადმი უხამსი სიტყვების გამო დაიწყო. კლუბის დაცვამ აზალია 7-ჯერ გააფრთხილეს, მაგრამ შედეგი არცერთ გაფრთხილებას არ მოყოლია. მისი პასუხი მხოლოდ ის იყო, რომ წვეულებაზე უნდა შესულიყო.

სკანდალთან დაკავშირებით მალევე გავრცელდა განცხადება, რომელშიც აზალია და მისი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ კლუბის დაცვა (ქალბატონი) ცდილობდა მას მკერდზე შეხებოდა და ისე გაეყვანა კლუბიდან, რაც ვითომდა მათი დაპირისპირების მიზეზი გახლდათ, მაგრამ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მცველ ქალბატონს მსგავსი არაფერი განუხორციელებია.

როგორც ჩანს მომღერალს სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან მან შეურაწყოფა ადგილზე მისულ პოლიციასაც მიაყენა.

მსგავსი შემთხვევა აზალია ბენქსს ნოემბრის თვეშიც ჰქონდა, რა დროსაც იგი დააკავეს.