კიმ კარდაშიანმა განაცხადა, რომ იგი უკვე მეორეჯერ მიირთმევს საკუთარ პლაცენტას.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ კიმ კარდაშიანი მეორე შვილის დედა გახდა. 35 წლის ქალბატონს ბიჭი შეეძინა, რომელსაც მეუღლესთან, კეინ უესტთან ერთად სახელად წმინდანი (Saint) დაარქვა. ბავშვის ამ სახელმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სოციალურ ქსელში.

კიმ კარდაშიანმა განაცხადა, რომ იგი უკვე მეორეჯერ მიირთმევს საკუთარ პლაცენტას.
კიმმა კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება, როდსაც აღიარა, რომ იგი მიირთმევს საკუთარ... პლაცენტას. ქალბატონის თქმით ''ბიოლოგიური მატერიალი'' მას სიმშვიდის შენარჩუნებაში და დეპრესიის დამარცხებაში ეხმარება.

ტელეშოუ ''კარდაშიანების ოჯახის'' მთავარმა გმირმა განაცხადაა, რომ მან საკუთარი პლაცენტა პირველი შვილის, ნორტის დაბადების შემდეგაც მიირთვა.

''როდესაც ვამბობ, რომ მივირთმევ საკუთარ პლაცენტას, იგულისხმება, რომ მივირთმევ მას გაყინული, გამომშრალი სახით და არა სტეიკის მსგავსად, როგორც ბევრ ადამიანს წარმოუდგენია'' - წერს კარდაშიანი საკუთარ პროფილზე.

ვარსკვლავმა ასევე თქვა, რომ ყოველივე ამას დეპრესიის დასამარცხებლად აკეთებს: ''ძალიან ბევრი წავიკითხე პლაცენტის შესახებ და გავარკვიე, რომ უამრავი დედა იქცევა ჩემს მსგავსად. გასაოცარია, მაგრამ ჩემი ეს ქმედება მშობიარობის შედეგად გამოწვეული დეპრესიის დამარცხებაში მეხმარება. თითოეული ულუფის შემდეგ ენერგიის მოზღვავებასა და განწყობის ამაღლება შეინიშნება. ყველა დედას ვურჩევ, მოიქცნენ ისე, როგორც მე''.

ცნობისათვის, კიმი არ არის ერთადერთი ვარსკვლავური დედა, რომელიც ასე იქცევა. მომღერალი საშა ზვერიოვა ამ ''პროდუქტისგან'' სპეციალურ კოქტეილს ამზადებს, რომელსაც დილაობით მიირთმევს.

მსგავსი სიახლეები