რომელი ზოდიაქოს ნიშნები დაოჯახდებიან 2016 წელს

ვერძი

ვნება მუდმივად თან გახლავთ, მაგრამ საეჭვოა ამ წელიწადში იპოვოთ ის ადამიანი, რომელსაც ცხოვრების მეგზურად აირჩევთ. თუ მაინც გადაწყვეტთ დაოჯახებას, ეცადეთ ამისათვის ზაფხულის რომელიმე თვე აირჩიოთ.

კურო

თქვენი წელია, მაგრამ სერიოზული ბრძოლა მოგიწევთ საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად და მითუმეტეს, მის საკურთხევლამდე მისაყვანად. თუ ეცდებით, აუცილებლად გამოგივათ.

ტყუპები

ეს წელი კიდევ ერთ შანს მოგცემთ, რომ წარმატებულად დაოჯახდეთ, მაგრამ თუ კიდევ გადადებთ, მომდევნო სამი წელი საკმაოდ გაგირთულდებათ პირადი ცხოვრება.

კირჩხიბი

თუ ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხართ, მაშინ დააჩქარეთ, თორემ ხელიდან გაგიფრინდებათ საყვარელი ადამიანი. გონზე რომ მოხვალთ, უკვე გვიან იქნება.

ლომი

თქვენი წელია, რადგან 2015 წელს სიყვარულში წარუმატებლობის შემდეგ ერთიანი ძალებით დაიწყებთ ბრძოლას ახალ ფრონტზე. ამისათვის კი ძალას არ დაზოგავთ და საყვარელი ადამიანი დაგიფასებთ.

ქალწული

გასულ წელს თუ სერიოზული შანსი გაუშვით ხელიდან, მაშინ ახლა ომის დაწყება თავიდან მოგიწევთ. ძალიან გაგიჭირდებათ საყვარელი ადამიანის დათანხმება, თუმცა ოჯახის შესაქმნელად ძალას არ დაზოგავთ.

სასწორი

კარგი წელი გექნებათ, თუმცა სიყვარულში განსაკუთრებული არაფერი მოხდება. მთავარია, უახლოეს მეგობართან ფლირტისგან თავი შეიკავოთ და საყვარელი ადამიანი უცნობებში ეძიოთ.

მორიელი

გასულმა წელმა ჭკუა გასწავლათ და ამიტომ ეცდებით, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ზედმეტი ვნებებისგან. საყვარელი ადმაიანის მოხიბვლა ყურადღბითაც შეიძლება.

მშვილდოსანი

საყვარელ ადამიანს თქვენთვის ბრძოლა მოუწევს. შესაძლოა თავი ხელახლა შეგაყვაროთ. მთავარია, გამოუვიდეს, თორემ ცოდოა აწყობილი ურთიერთობა დასანგრევად.

თხის რქა

იდეალური წელია, ყველა ცუდს მარტივად დაძლევთ. პარტნიორს თავბრუს დაახვევთ და მარტივად მიიყვანთ საკურთხევლამდე. მთავარია ბოლო წუთას არ გადაიფიქროს.

მერწყული

აპრილიდან თქვენი პირადი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვლება. ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებს. დაიმახსოვრეთ, რომ ნაბიჯი დროულად თუ არ გადადგით, შემდეგ კიდევ ორი წელი დაგაგვიანდებათ.

თევზები


ძალიან მძიმე სიტუაციაში ხართ, რადგან საყვარელი ადამიანის გულის მონადირება თავიდან მოგიწევთ. ეცადეთ ეს გრძნობა ბოლომდე შეინარჩუნოთ, თორემ ცხოვრება ბოლომდე დაგენგრევათ.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის წყარო:news.vitube.ge
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა