პროდუქტების სრული სია, რომლებიც ექიმებმა და მეცნიერებმა აკრძალეს

პროდუქტების სრული სია, რომლებიც ექიმებმა და მეცნიერებმა აკრძალეს
ბოლო დროს დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაწყვეტილებამ, გადამუშავებული წითელი ხორცი თამბაქოსთან გაეიგივებინათ. თითქოს, ვინც ხორცს მიირთმევს, რისკავს, დაავადდეს სიმსივნით იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე მწეველები.

ჩვენ შევაგროვეთ სხვა პროდუქტების მონაცემები, რომლებიც, მეცნიერებისა და ექიმების რჩევით, უნდა ამოიღოთ რაციონიდან.

მაგალითად, ფრთხილად უნდა იყოთ ქათმის ხორცთან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ფრინველთა საკვები ფერმებში დაბინძურებულია დიოქსინებითა და სხვა საშიში ნივთიერებებით.

თავი შეიკავეთ აგრეთვე თევზისგან: ექიმები გვაფრთხილებენ, რომ თევზეულობის უმეტესობა თუთიას შეიცავს. განსაკუთრებით, სკუმბრია და თინუსი.

ზღვის პროდუქტებზე უმჯობესია, საერთოდ დაივიწყოთ. მათი უმეტესობა ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. თუ დიდი ოდენობით ზღვის პროდუქტს მიირთმევთ, თქვენს ორგანიზმში ბიოტოქსინები გროვდება. ამის პირველი მაჩვენებელი - თავის ტკივილებია.

ბოსტნეულიც არასოდეს მიირთვათ: ყანებს პესტიციდებით ამუშავებენ. ორგანიზაცია EWG-მ საშიში ხილ-ბოსტნეულის სია შეადგინა, მათ შორისაა: ვაშლი, ოხრახუში, ბულგარული წიწაკა, ატამი, მარწყვი, ვაშლატამა, ყურძენი, სალათი, კიტრი და კარტოფილი!

არ მიირთვათ პური: მათ ქიმიკატებით ამუშავებენ და საერთოდაც, პური მავნებელია.

არ გაეკაროთ ტკბილეულს. კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორი რობერტ ლუსტიგი ამბობს, რომ ტკბილეული იწვევს სიმსუქნეს, კბილების პრობლემას, მაღალ წნევას, გულის დაავადებასა და დიაბეტს.

არ დალიოთ რძე. ეს პროდუქტი ნამდვილი დანაშაულია თქვენი ორგანიზმისთვის: იგი იწვევს ჰორმონალურ დარღვევას და შესაძლოა, გახდეს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის გამომწვევი მიზეზი. კარაქი და ყველიც ამ სიაშია. უკანასკნელი ნარკოტიკულ დამოკიდებულებასაც იწვევს.

რა სახის ალკოჰოლიც არ უნდა მიიღოთ, ღვინო თუ ლუდი, ამით ონკოლოგთან შეხვედრის რისკს აიმაღლებთ. იგი ამაღლებს საყლაპავი მილისა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნის გამოწვევის რისკს.

გთხოვთ, არ მიირთვათ არაფერი, გარდა ურძეო და უშაქრო ფაფისა, თორემ მოკვდებით, გვაფრთხილებენ ექიმები!

მაგრამ თუ ამას სხვა მხრიდან შევხედავთ?!

აქაც გვაქვს ორიოდე სიტყვა სათქმელი. სწორედ წითელი ხორცი ცილების, რკინისა და უამრავი სასარგებლო მინერალის წყაროა. ლორი ნერვულ დაძაბულობას ხსნის, თინუსი ცხიმოვან მჟავა ომეგა-3-ს შეიცავს, რომელიც სასარგებლოა ტვინისთვის. ზღვის პროდუქტებში კი უხვად არის მაგნიუმი, იოდი და კალიუმი. ბოსტნეული უთვალავ ვიტამინს შეიცავს: A, B, C, D, E, F, G, H, I, J, K, L, M, N, O, P, Q...

პური, საზიანო ნივთიერებების გარდა, ბოჭკოებს, მცენარეულ ცილასა და ნახშირბადებს შეიცავს, რძე კი - ძალზე სასარგებლო კალციუმის ოქსიდს. ღვინო მდიდარია მოლიფენოლით, რომელიც იცავს გულს.

ბოლოს და ბოლოს, კი თუ არა?

უმჯობესია, საღი გონებით ვიმოქმედოთ. მიირთვით ზომიერად, დააბალანსეთ რაციონი.

თუ რაიმე სერიოზული ეჭვი გაგიჩნდათ ამა თუ იმ პროდუქტზე, მიმართეთ ექიმს ან დიეტოლოგს.

და, რაღა თქმა უნდა, არ უნდა იფიქროთ, რომ საკვებს შეუძლია უკვდავად გაქციოთ ან პირიქით, მალე მოგისწრაფოთ სიცოცხლე.

ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ მიირთმევთ სხვადასხვა პროდუქტს და მისდევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ასე გააგრძელეთ!