ადელის ახალმა სიმღერამ აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა !

ადელის ახალმა სიმღერამ აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა !
დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ მომღერალი ადელი ტრიუმფარულად დაბრუნდა. მისმა ახარმა სიმღერამ სახელად " Hello " 24 საათის განმავლობაში რეკორდული ნახვების რაოდენობა დააგროვა, კლიპს 1 დღე ღამის განმავლობაში სულ 27.7-მა მილიონმა ადამიანმა უყურა. ეს რიცხვი 7 მილიონით აღემატება ტეილორ სვიფტის აქამდე რეკორდულ მაჩვენებელს სიმღერაზე ,,Bad Blood".

ადელის ეს რეკორდული სიმღერა იქნება იმ ალბომის მთავარი სიმღერა, რომლის გამოშვებასაც ადელი სულ მალე გეგმავს. ალბომის გამოშვების თარიღად 25 ნოემბერი სახელდება. ალბათ ეს რიცხვი ალბომის სახელთანაც ასოცირდება. მომღერალმა ახალ ნაშრომებს თავი, ერთ ადგილას მოუყარა თავი და ნაშრომს " 25 " უწოდა, სწორედ ეს იქნებ ახალი ალბომის სახელწოდება.

გარდა იმისა, რომ ახალი ვიდეო კლიპი რეკორდულია ნახვებით, ის გაყიდვებითაც ლიდერია ონლაინ მარკეტებში. ამჟამად სიმღერას უკვე 165, 000 მყიდველი ყავს, ხოლო ვიდეოს ჩამოტვირთვები ნახევარ მილიონს სცდება. ჩვენ გთავაზობთ ამ სიმღერის, ოფიციალურ ვიდეოს.