''ჯოჯოხეთის პირველი ლედი'' - ლამაზმანები, რომელთაც დიქტატორები ირჩევენ

''ჯოჯოხეთის პირველი ლედი'' - ლამაზმანები, რომელთაც დიქტატორები ირჩევენ
''ჯოჯოხეთის პირველი ლედი'' - ლამაზმანები, რომელთაც დიქტატორები ირჩევენ:

სირიის ლედი

დღესდღეობით აღმოსავლეთის აუტანელი პრეზიდენტის, ასადის ცოლი მუდამ კრიტიკის ობიექტია, თუმცა წარსულში მას ყოველთვის აქებდნენ საკუთარი ფიზიკურობის, განათლების დონისა და შეუდარებელი გემოვნების გამო. სინამდვილეში ასმა ალ-ასადი ევროპელი მუსულმანია, რადგან ის დაიბადა, გაიზარდა და ასევე განათლება მიიღო ლონდონში, სადაც ქალბატონმა გაიცნო მომავალი მეუღლე და მხოლოდ 2000 წელს დაუბრუნდა ისტორიულ სამშობლოს. ამ დროს ასმა უკვე 25 წლის იყო.

2011 წელს ასმას გამო მემდიაში უდიდესი სკანდალი დატრიალდა. ამერიკულმა ჟურნალმა ''Vogue''_მ ასმას შესახებ საკმაოდ დადებითი სტატია შექმნა (იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს სტატია ასადის პიარ მენეჯერების შეკვეთილი იყო), რამაც ძალზედ უარყოფითი ემოციები გამოიწვია. სტატია დაუყონებლივ წაიშალა, ხოლო მისი ავტორი, მიუხედავად 30 წლიანი სტაჟისა, დაუყონებლივ სამსახურიდან გაანთავისუფლეს. მოგვიანებით ამავე ჟურნალისტმა სხვა გამოცემაში დაიწყო მუშაობა და შექმნა ახალი სტატია ასმას შესახებ, რომელშიც მან ქალბატონი ''ჯოჯოხეთის პირველ ლედიდ'' მოიხსენია, თუმცა ამ საქციელით მან მხოლოდ კოლეგებისგან დაცინვა მოიპოვა...

ჩრდილოეთ კორეის ლედი

ამბობენ, რომ რაც უფრო გასაიდუმლოებული გაქვს საკუთარი ცხოვრება, მით უფრო მეტ ჭორს იგონებენ შენზე - სწორედ ასე დაემართა ახალგაზრდა ლი სოლ ჩჟუს, რომელიც სრულიად მოულოდნელად კიმ ჩენ ინას ცოლი გახდა. მაგალითად, დადიოდა ჭორები, რომ ახალგაზრდა ქალბატონი მონაწილეობას იღებდა პორნო ფილმების გადაღებებში და რომ გათხოვებამდე იგი ძალზედ ცუდ ცხოვრებას ეწეოდა. მეტიც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ რამდენიმე ჟურნალ-გაზეთში დაიწერა, რომ ლი საკუთარმა მეუღლემ სიცოცხლეს გამოასალმა, თუმცა საბედნიეროდ მისი უახლესი ფოტოები სულ სხვა რამეს მოწმობს...
ამ ქალბატონის ტანსაცმლის კარადაში მოიპოვება უამრავი მოდური, ფერადი და მოკლე კაბა, რაც ჩრდილოეთ კორეის კულტურისთვის საკმაოდ უცნაური და მიუღებელი რამაა, თუმცა სწორედ ამ ქალბატონის შემხედვარე კორეის მოსახლე სხვა მანდილოსნებიც ცდილობენ იყვნენ უფრო მოდურები და ლამაზები. გარდა ამისა, ლიმ უარყო ეროვნული ტრადიცია და უარი თქვა საკუთარი მამისა და კიმ ჩენ ინის ბაბუის გამოსახულების მქონე გულსაბნევების ტარებაზე. ამ ფაქტს შემდეგნაირი ახსნა მოუძებნეს: მისთვის არ არსებობს სხვა მამაკაცი, გარდა საკუთარი მეუღლისა.

ანგოლას ლედი

ანა პაულა დუშ სანტუში - ყოფილი ფოტომოდელი და ''ნომერ პირველი ბორტის'' სტიუარდესა, სადაც მან გაიცნო მომავალი მეუღლე ჟოზე ედუარდუ.
ერთ მშვენიერ დღეს ანა პაულამ მოსახლეობას განუცხადა, რომ განათლების დონე ანგოლაში ძალზედ დაბალი იყო და იგი აპირებდა, რომ საკუთარი შვილისთვის განათლება საზღვარგარეთ მიეცა (გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოსახლეობა ქვეყნის მმართველს ამ სფეროსადმი გულგრილ მიდგომაში სდებს ბრალს). გარდა ამისა, იგი ძალზედ აღიზიანებს მოსახლეობასა და ოფიციალურ პირებს საკუთარი ამბიციებით ბიზნესისა და პოლიტიკის სფეროებში.

იორდანიის ლედი

ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ეს ქალბატონი ახლო აღმოსავლეთის ძალზედ რელიგიური მუსულმანური ქვეყნის წარმომადგენელია. რანია ალ-აბდულა 22 წლის ასაკში კომპანია ''Apple"_ის ხელმძღვანელი იყო (იორდანიის ფილიალი). რანია საკუთარ თავს ნამდვილ არაბ ქალბატონად მოიხსენიებს და აღმოსავლეთის მოსახლეობას უკითხავს ლექციებს ისლამის შესახებ.
ქალბატონს ადგილობრივი მოსახლეობა ''პლანეტის ყველაზე ლამაზ დედოფლად'' მოიხსენიებს. რანია აქტიურად იბრძვის ქალთა უფლებების, ბავშვებისა და ოჯახების დასაცავად, ასევე იგი იბრძვის სულელური აკრძალვების, კანონების წინააღმდეგ, იცავს თანამემამულე პალესტინელებს, ზრუნავს ცხოველებზე და ა.შ.

კამერუნის ლედი

შანტელ ბიია - კამერუნის პრეზიდენტის, პოლ ბიიას ცოლი, რომელიც საკუთარ ქმარზე 40 წლით უმცროსია.
ერთ-ერთმა კამერუნელმა მწერალმა შანტელის შესახებ დაწერა წიგნი, რომელშიც გამოსახა ქალბატონის მიერ განვლილი ცხოვრების გზა ''სიბინძურიდან დედოფლობამდე''. მწერალი დაადანაშაულეს მთავარი გმირისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში და მას 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აღშფოთებულმა მსოფლიო უფლებების დამცველებმა მას ''სინდისის პატიმარი'' უწოდეს.
ქალბატონი უპირატესობას ანიჭებს ''Dior''_ისა და "Chanel"_ის მარკას.

აზერბაიჯანის ლედი

მეჰრიბან ალიევა - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დაჯგუფების ხელმძღვანელის შვილი და ილჰამა ალიევას ცოლი, რომელიც განათლებით ექიმი გახლავთ. მიუხედავად აზერბაიჯანში გამეფებული ავტორიტარული რეჟიმისა, მოსახლეობას ქალბატონის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს.
მეჰრიბანი სათავეში უდგავს უამრავ ფონდს, ასევე გახლავთ ''გაეროსა'' და ''იუნესკოს'' ელჩი და პარლამენტის დეპუტატი.

სვაზილენდის ლედი

სვაზილენდის 47 წლის მეფეს, მსვატი III ჰყავს 15 ცოლი, თუმცა ამ ეტაპზე ვჩერდებით მის რიგით მე-12 ცოლზე.
ნტანდო დუბე მაკიაჟის გარეშე მეუღლესთან ერთად.
ქორწინების 5 წლისთავზე ქალბატონმა უღალატა მეუღლეს იუსტიციის მინისტრთან. ჯარისკაცის ფორმაში გადაცმული ქალბატონი დაცვის გავლით გაიპარა სასახლიდან და ესტუმრა მინისტრს სახლში, თუმცა ეს ფაქტი გასაჯაროვდა და მეუღლის ღალატი გამოაშკარავდა. ქალბატონი დაუყონებლივ გააძევეს სასახლიდან, ხოლო მინისტრს დაატოვებინეს პოსტი და გარკვეული პერიოდით ჩასვეს ციხეში. რამდენად განიცადა მეფემ ეს ტრაგედია, არ ვიცით, თუმცა მას გვერდში საკმარისად ჰყავს ხალხი, ვისაც საკუთარ გულისტკივის გაუზიარებს...

ჰიტლერის ფავორიტი

ოლგა ჩეხოვა - რუსი მსახიობი გერმანული ფესვებით.
1920 წელს ქალბატონი რუსეთიდან გერმანიაში გაემგზავრა. 30_იან წლებში ჩეხოვა გერმანული კინოინდუსტრიის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა და მუდამ პარტნიორობას უწევდა ფიურერს სხვადასხვა ღონისძიებებში. ამ ქალბატონით ასევე აღფრთოვანებული იყო გებელსი.
ომის შემდეგ გამჟღავნდა, რომ ოლგა სინამდვილეში სტალინის საიდუმლო აგენტი იყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია სანდო წყაროებმა გამოამჟღავნა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ფაქტი სინამდვილეს შეესაბამება.

''ფოლადის პეპელა''

იმელდა მარკოსი - დიქტატორ ფერდინანდ მარკოსას მეუღლე.
ძლიერი ხასიათისა და სათუთი გარეგნობის გამო ქალბატონს ''ფოლადის პეპელა'' უწოდეს.

მუსოლინის საყვარელი

რომაელი არისტოკრატი კლარა (კლარეტა) პეტაჩი მუსოლინზე 30 წლით უმცროსი იყო, როდესაც მასთან ერთად საშინელი ბედი გაიზიარა.
1945 წელს მუსოლინმა კლარეტასთან ერთად გაქცევა დააპირა, თუმცა ეს ფაქტი გასაჯაროვდა და ისინი დახვრიტეს. ცხედრები იმდენად იყო დამახინჯებული, რომ მათ ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. გარდა ამისა, მათი გვამები ფეხებით ჩამოკიდეს ბენზინ გასამართ სადგურზე მილანში.