ეს მცენარე ლამაზად გამოიყურება, მაგრამ მასზე შეხება ადამიანს აავადებს

ეს მცენარე ლამაზად გამოიყურება, მაგრამ მასზე შეხება ადამიანს აავადებს
სტატიის თავშივე გეტყვით, რომ ასეთი მცენარე, რომელიც სხვადასხვა ციევ-ცხელებას იწვევს საქართველოში არ არის, მაგრამ სასურველია თუ გვეცოდინება მის შესახებ, თუ რა შეუძლია მას !

ეს არის გიგანტური მცენარე, რომელიც დაახლოებით 4 მეტრამდე იზრდება. ის თან ახლავს სტაფილოს და მისგან განსხვავება ძალიან რთულია. გარდა ამისა მცენარეს შეიძლება სულ შემთხვევით შეეხო რამაც შეიძლება მთელი რიგი გართულებები გამოიწვიოს.

როგორც უკვე ავღნიშნეთ მცენარეზე შეხებაც გართულებებს იწვევს ! პირველ რიგში ხელზე ჩნდება უზარმაზარი წყლულები, სწორედ ასეთი, რასაც ფოტოზე ხედავთ.

ეს მცენარე ლამაზად გამოიყურება, მაგრამ მასზე შეხება ადამიანს აავადებს

წყლულები მხოლოდ მცირედია ! ამ მცენარეზე შეხების შემდეგ სავარაუდოდ ვითარდება შემდეგი რამ : სიბრმავე, მესამე ხარისხის დამწვრობა ან კანის სიწითლე, რომელიც ძალიან მკტივნეულია. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გარდაუვალია ! მცენარე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, დასუსხვიდან 15 წუთის განმავლობაში დაშავებული პირი აუცილებლად უნდა მოშორდეს მცენარესა და მზეს. გარდა ამისა დაშავებულ ადგილზე აუცილებლად უნდა დაისხას ცივი წყალი, რათა არ გართულდეს დაშავებული ადგილი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ რამოდენიმე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა ბავშვებში იყო, პატარებისათვის უცნობია თუ რა მცენარეს ეხებიან და ამიტომაც ხდება მცენარისაგან დასუსხვა. შემთხვევებიდან ერთ ბავშვს ცალი თვალიდან მხედველობა დაეკარგა, ხოლო დანარჩენს პრობლემები ხელზე აქვთ !
ადგილობრივმა მთავრობამ უკვე შექმნა საგანგებო ცხელი ხაზი, რომელზეც მცენარის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დარეკონ !

ასე გამოიყურება ეს საშინელი მცენარე !