რა თანხას სთხოვენ „ტაქსისტები“ უცხოელ და ადგილობრივ მგზავრებს - ექსპერიმენტი

რა თანხას სთხოვენ „ტაქსისტები“ უცხოელ და ადგილობრივ მგზავრებს - ექსპერიმენტი
რამდენად განსაზღვრავს ადამიანის წარმომავლობა ტაქსით მგზავრობის ტარიფს? ამ საკითხით „ინფო 9“ დაინტერესდა და სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა.
ჩვენი მიზანი იყო, გაგვერკვია, რამდენად განსაზღვრავს ადამიანის ეროვნება მგზავრობის ტარიფს ჩვენს ქვეყანაში.

ექსპერიმენტის შედეგი არცთუ საგანგაშო აღმოჩნდა. შეგვხვდნენ ტაქსის მძღოლები, რომლებმაც სრულიად მისაღებ ფასად წაიყვანეს „უცხოელი“ დანიშნულების ადგილზე, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მას აშკარად განსხვავებული ფასი შესთავაზეს.