ფრანგული ფრის მომზადება სახლის პირობებში

ფრანგული ფრის მომზადება სახლის პირობებში
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანს აქვს განსხვავებული გემოვნება, ყველა თანხდება... მაკდონალდსის მენიუდან, ყველას, ყველაზე მეტად, სწორედ ფრანგული კარტოფილი ფრი მოსწონთ, რომლის მომზადებასაც სახლის პირობებში გასწავლით. ამისათვის ძალიან ცოტა, რამ არის საჭირო, თანაც ყველასათვის ხელმისაწვდომია !

გაფრთხილებთ ! რომ თუ გააორმაგებთ კარტოფილის რაოდნებას, არ გააორმაგოთ ზეთის რაოდენობა !

ინგრედიენტები :

· 2-3 კარტოფილი
· 1/4 ჭიქა სიმინდის სიროფი
· 1, 1/2 ჭიქა წყალი.
· 6 ჭიქა არაქისის ზეთი
· 1/4 ჭიქა ძროხის ლორი
· 2 სუფრის კოვზი მარილი, გემოვნებით შესაძლებელია დამატებაც.
· 1/4 ჩაის კოვზი ძროხის ბულიონის სურნელები

მომზადება :

პირველრიგში კარგად გარეცხეთ კარტოფილი, გათალეთ და დაჭერით. ჯერ სიბრტყეზე, ხოლო შემდეგ დააწვრილეთ იგი.
ჩაასხით წყალი ქვაბში იმდენი, რომ თქვენს მეირ დაჭრილი კარტოფილს ეყოს, ამის შემდეგ ჩაასხით 1/4 ჭიქა სიმინდის სიროფი და ურიეთ იქამდე, სანამ არ გაიხსნება.
სიროფის გახსნის შემდეგ ჩაყარეთ კარტოფილი ფრი, გააჩერეთ 10 - 15 წუთი და ამოიღეთ, ფრის ამოღების შემდეგ კარგად გაამშრალეთ, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

ამის შემდეგ ჩაასხით ქვაბში მოცემული რაოდენობის ზეთი და ადუღეთ იქამდე, სანამა არ მიაღწევას 190 გრადუსს. ჩაყარეთ კარტოფილი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში, ამის შემდეგ ისევ ამოიღეთ კარტოფილი და გაამშრალეთ რაიმე ქაღალდის საშუალებით, გამშრალება 15 წუთის განმავლობაში უნდა მოხდეს.

ამჟამად ფრი უკვე გამშრალებული უნდა იყოს და დავიწყოთ მისი სხვადასხვა სურნელებით შეგემება, ინგრედიენტებში მოცემულია ძროხის ბულიონი, მაგრამ შეგიძლიათ სხვადასხვა სურნელითაც შეაგემოთ... სურვილისამებრ არის ყოველივე ეს, მაგრამ ნამდვილ კარტოფილ ფრიში ძროხის ბულიონის სურნელს ურევენ. დაამატეთ მარილი სურვილისამებრს.

სურნელებით შეგემების შემდეგ, გირჩევთ ცოტახანი გააჩეროთ ფრი და მანამდე შეწვათ ლორი, რომელიც უხდება ფრის.
გაჩერება დაახლოებით 10 წუთი უნდა მოხდეს.

10 წუთის შემდეგ, ჩაყარეთ ისევ ფრი მდუღარე ზეთში, რომელიც 205 გრადუსამდე იქნება გაცხელებული და დაიწყეთ, ნამდვილი ფრანგული ფრის შექმნა !

გემრიელად მიირთვით !