ახალი მოდა ფერმერებისთვის: ფერმერები საქონელს უკეთებენ გიგანტურ ხვერლს ფერდზე, რომელშიც ადამიანის ხელი ეტევა

ახალი მოდა ფერმერებისთვის: ფერმერები საქონელს უკეთებენ გიგანტურ ხვერლს ფერდზე, რომელშიც ადამიანის ხელი ეტევა
სიმართლე გითხრათ ძალიან დიდხანს ვფიქრობდი გამომექვეყნებინა, თუ არა ეს ფოტოები და ინფორმაცია აქ... თავდაპირველად ვერც კი ვიჯერებდი ამ ფოტოები რეალობას, რადგან ჩემს გონებას უბრალოდ არ სურდა დაეჯერებინა, რომ ფერმერები მსგავს სადისტურ ქმედებებს ანხორციელებენ ცხოველების მიმართ და ხარებს ფერდზე უზარმაზარ ხვრელს უკეთებენ...

საბოლოოდ, როდესაც დავრწმუნდი, რომ ყოველივე ეს არც ფოტოშოპი იყო და არც ჰოლივუდის სპეცეფექტები, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. თავში უამრავმა შეკითხვამ გამიელვა, თუ რა დონემდე უნდა დაეცეს ადამიანი, რომ ყოველივე ეს საშინელი სანახაობა ნორმალურად აღიქვას...

თქვენ წარმოიდგინეთ და მშობლებს აქ ბავშვებიც კი მოჰყავთ ექსკურსიაზე... არ გჯერათ? მაშინ უბრალოდ დაძებნეთ ვიდეოები ''იუთუბზე'' და ყველაფერს თავად იხილავთ!

ახალი მოდა ფერმერებისთვის: ფერმერები საქონელს უკეთებენ გიგანტურ ხვერლს ფერდზე, რომელშიც ადამიანის ხელი ეტევა

და გაინტერესებთ, თუ რატომ აკეთებენ ყოველივე ამას ფერმერები? ამ კითხვაზე პასუხი ძალზედ მარტივია: ''ადამიანებს ეს მოსწონთ!'' ამ შემთხვევაში საქმე ხომ ბიზნეს ეხება, რომლის გადარჩენის მიზნითაც ყველაზე ბინძური და მდაბიო მეთოდებიც კი გამართლებულია!

ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ ბიზნეს? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ცხოველებს უზარმაზარ ხვრელებს უკეთებენ ორგანიზმში და აქ პლასტმასის მილებს ათავსებენ? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ მილებში ხელს ყოფენ, რათა შეიგრძნონ, თუ როგორ მუშავდება რძე ძროხის ორგანიზმში?

რატომ გამოვაქვეყნე ეს პოსტი აქ? უბრალოდ არც კი ვიცი რა ვთქვა...



უბრალოდ მინდა ადამიანებს დაგანახოთ, თუ რა ფასად არის დამზადებული ხორცის ის ნაჭერი, რომელსაც გემრიელად მიირთმევთ, რა ფასად არის დამზადებული რძის, იოგურტისა და სხვა რძის ნაწარმის შეფუთვები, რომლებიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს!

იმ დრომდე, სანამ ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ადამიანების ბიზნესის მხარდაჭერას, ისინი განაგრძობენ საკუთარი საქმის ოპტიმიზირებას, რათა მაქსიმალურად გაზარდონ საკუთარი ბიზნესის მომგებიანობა და ამისთვის ისინი ყველაზე მდაბიო და საშინელ მეთოდებსაც კი მიმართავენ!

რატომ უკეთებენ ხარს გიგანტურ ხვრელს ფერდზე?

თქვენი აზრით რაში ჭირდება ხარს ხვრელი, რომელშიც ადამიანის ხელი ეტევა?

პასუხი ამ კითხვაზე ძალზედ მარტივია... ის ასაზრდოებს ძროხას, რაც ძალზედ სარფიანი საქმეა.

ძროხის ორგანიზმი - ერთი მთლიანი ქარხანაა. იმას, ვინც კარგად სწავლობდა სკოლაში, ემახსოვრება, რომ ამ არსების ორგანიზმი ძალზედ რთულადაა მოწყობილი. მას შეუძლია გადაამუშავოს ყველაზე მავნებელი ნაგავიც კი. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ყოველდღიურად მივირთმევთ ეგრედწოდებულ ''ჯანსაღ'' პროდუქტებს, რაშიც რძის ნაწარმს ვგულისხმობ, თუმცა რამდენად ჯანსაღია პროდუქტი, რომელიც ნაგავის გადამუშავებითაა მიღებული, ეს უკვე მეორე საკითხია...



მოკლედ, იმისათვის, რომ საქონლისგან მივიღოთ მაქსიმალური მოგება, მთავარია გამოვკვებოთ ის სწორად. აი სწორედ ამიტომ ათავსებენ ფერმერები ძროხის კუჭში გიგანტურ პლასტმასის მილს, რომელშიც ადამიანის ხელი ეტევა.



სწორედ ამ ხვრელის მეშვეობით ზოოლოგები, ზოოტექნიკები, ვეტერინარები და კვების სპეციალისტები აკვირდებიან ცხოველების ორგანიზმში მიმდინარე საკვების გადამუშავების პროცეს, იღებენ ანალიზებს, ამატებენ სხვადასხვა ფერმენტებს, ვიტამინებს და ა.შ. გარდა ამისა, თუ ცხოველმა შეჭამა რამე ისეთი, რაც მას წესით არ უნდა მიეღო, სწორედ ამ ხვრელის მეშვეობითაა შესაძლებელი დაუყონებლივ მისი ამოღება და თავიდან მოშორება. ძროხა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას ფერდზე არსებული უზარმაზარი ხვრელით, თუმცა დამეთანხმებით, რომ ყოველივე ეს საშინელებაა!

სტატიის ბოლოში თქვენ გელოდებათ ვიდეო, რომლის ყურებისგანაც სუსტი ნერვების მქონე ადამიანებმა თავი შეიკავეთ!