15 დასკვნა, რომელიც პირველი წარუმატებელი ურთიერთობიდან უნდა გამოიტანოთ

15 დასკვნა, რომელიც პირველი წარუმატებელი ურთიერთობიდან უნდა გამოიტანოთ
ჩვენ ვცხოვრობთ XXI საუკუნესი, მეგობარო. აქ ზრაპრების "ცხოვრობდენ დიდხანს და ბედნიერად" უფრო და უფრო ცოტას თუ სჯერა.

და მანამ სანამ თავს მყარი კავშირით დააკავშირებ ვინმესთან, უმეტეს შემთხვევაში მანამდე ერთი სერიოზული ურთიერთობა გაქვს გამოცდილი. შესაბამისად გადატანილი გაქვს ერთი სერიოზული განშორება.


განშორება - ყოველთვის მტკივნეულია და უსიამოვნოა. მაგრამ ეს სულაც არ არის საბაბი შენს ყოფილს წყევლიდე და აძაგებდე, თვლიდე რომ წლები რომელიც მასთან გაატარე დროის სანაგვეზეა გადაგდებული. უფრო სწორია შენი პირველი ურთიერთობიდან სწორი დასკვნები გამოიტანო და შეისწავლო ეს გაკვეთილები. და თუკი ასე მოიქცევი აი რა შედეგს მიიღებ:

განშორება არ ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა შეცდომა იყო.
საშინელებაა ასე ფიქრობდე. რადგან ყოველთვის როდესაც ამბობ "უკეთესი იყო საერთოდ არ შევხვედროდი იმ ნაგავს" , შენ იმ ყოველივე კარგის გაუფასურებას ახდენ რაც თქვენს შორის იყო, ის კი აუცილებლად იქნებოდა. ამასთანავე ცუდად ამ სიტყვების შემდეგ ისევ მხოლოდ შენ გახდები. ისწავლე ყველაფერში დადებითის დანახვა.



ზოგიერთი რამ იცვლება, ზოგიერთი კი არასოდეს
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ერთი ადამიანი ზრდის ურთიერთობას. ის უბრალოდ უფრო მალე იცვლება. ზოგჯერ კი საერთოდ სხვა მიმართულებით. ეს ნორმალურია.


ურთიერთობები ყოველთვის დადებითად არ ახდენს შენს შეცვლას
ამის აღიარება მარტივი არ არის... ზოგჯერ ჩვენი პარტნიორები ჩვენზე დადებითად არ მოქმედებენ. ჩვენ საკუთარ თავად ყოფნას ვწყვეტთ და ვიღაც სხვა ვხდებით. ხოლო ეს ვიღაც სხვა თავადაც კი არ მოგვწონს ყოველთვის. ასეთი ურთიერთობები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს.


თუკი ადამიანს შენტან საუბარი უნდა, ის საუბრობს
იცი, ეს სამწუხაროა, მაგრამ თუკი ვინმე ერთი კვირა ვერ გამონახავს დროს შენთან სასაუბროდ, ეს იმას ნიშნავს რომ მას შემთან საქმე არ აქვს. ან ის რაღაც თამაშს თამაშობს. ხოლო ხალხს ვისაც თამაში უყვარს ჩვენთვის არ არის.



თუკი ადამიანი წვრილმანებზე იტყუება, ის სავარაუდოდ სერიოულ საკითხზეც მოიტყუება
ეს დაუწერელი კანონია. თუკი შენ ადამიანს წვრილმანებში ტყუილებზე იჭერ, მისი ნდობა აღარ ღირს.